ოჯახში, რომლის წევრებიც ერთ სტილში იმოსებიან, მეოთხე შვილს ელოდებიან - "ვცდილობ, წინა დღეს გავამზადო სამოსი... შინაგან კომფორტს მიქმნის, როცა ერთად დავდივართ, ერთმანეთს ვუხდებოდეთ..." - მშობლები

ოჯახში, რომლის წევრებიც ერთ სტილში იმოსებიან, მეოთხე შვილს ელოდებიან - "ვცდილობ, წინა დღეს გავამზადო სამოსი... შინაგან კომფორტს მიქმნის, როცა ერთად დავდივართ, ერთმანეთს ვუხდებოდეთ..."

2025-01-26 21:17:52+04:00
ჟურნალისტი და პროდიუსერი, 32 წლის მარიამ გაბედავა გადაცემა "ჩვენ ოჯახს" სტუმრობდა შვილებთან ნინა, იკე და ნიკუშა ანდრიაძეებთან ერთად. მარიამმა, რომელიც მეოთხე შვილს ელოდება, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ახერხებს ოჯახისა და სამსახურის შეთავსებას და ასევე, როგორ იქმნება მისი ცნობილი ოჯახური ლუქები. ცნობილია, რომ მარიამი, მისი მეუღლე შოთიკო ანდრიაძე და მათი შვილები ერთ სტილში შემოსილები დადიან ხშირად და სოციალურ ქსელში ამ ფაქტორმა საკმაოდ პოპულარული გახადა მათი ოჯახი.
350662268-227649003338869-2639184017180547178-n-1737913578.jpg
399361060-10219923598239413-5318963436958640158-n-1737913578.jpg
მარიამ გაბედავა:

- ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ბევრი შვილი უნდა მყოლოდა. ისე მიდის ჩემი ცხოვრება, როგორც ვოცნებობდი და როგორც მინდოდა. პირველი შვილი გოგო მინდოდა, მერე ორი ვაჟი მეყოლა და ახლა ისევ გოგოს ველოდები... ალბათ, რაც ძალიან გინდა გულით და რასაც სთხოვ ღმერთს, ყველაფერი გამოდის. თუმცა რომ არ მყავდეს ასეთი მეუღლე და ასეთი მშობლები, არაფერი გამოვიდოდა... რაც შეეხება გემოვნებას და ჩაცმასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეს დედამ გამომიმუშავა ბავშვობიდან, რადგან აქცევდა ამ საკითხს ყურადღებას... მაღაზიაშიც რომ ჩავიდეთ, სულ მოწესრიგებულები ვართ...

snapinst-1737913580.app_400463686_888069912680748_4626481934010616515_n_1080.jpg472208307-10222479684459971-7283145175677877652-n-1737913580.jpg

ვცდილობ, წინა დღეს გავამზადო სამოსი. შინაგანად კომფორტს მიქმნის, რომ როცა ერთად დავდივართ, ერთმანეთს ვუხდებოდეთ... მეუღლეც მიხვდა, რომ ეს ჩემი კომფორტის ზონაა და მიწყობს ხელს.

469891150-10222391503295497-7467329503899331122-n-1737913579.jpg459427373-10221396675105414-8920076546498429773-n-1737913579.jpg414463804-10220074198004313-3444172078211146109-n-1737913579.jpg356105196-10219252527903074-8850785876132589213-n-1737913578.jpg350662268-227649003338869-2639184017180547178-n-1737913578.jpg

ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ერთნაირი ჩაცმის სტილი - რას ამბობენ ფსიქოლოგები, როცა ცოლ-ქმარი ერთნაირად იცვამს და კიდევ რომელი ვარსკვლავები მისდევენ ამ სტილს
ერთნაირად შემოსილი დედა-შვილი - ტრენდული სტილის ცნობილი მიმდევრები უცხოეთიდან და ჯანეტ ქერდიყოშვილი ქალიშვილთან ერთად
ბევრს მოსწონს, ბევრიც კრიტიკულად გვიდგება - ქართველი დედა და ქალიშვილები ერთნაირად იმოსებიან