ბევრი მშობელი და მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ მოსწავლის აკადემიური მოსწრების პრობლემები ინფორმაციის დიდ რაოდენობასთან, კომპიუტერულ თამაშებსა და სმარტფონებით გატაცებასთანაა დაკავშირებული. თუმცა, ვხედავთ, რომ ყველა ბავშვი ცუდად არ სწავლობს, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გადატვირთვის დაახლოებით ერთნაირ პირობებში არიან. რატომ აქვთ კონკრეტულ ბავშვებს სწავლაში სირთულეები? რატომ უჭირთ სასწავლო პროგრამის დაძლევა? ვიღაც დღედაღამ გაკვეთილებს უზის და დიდი წვალების ფასად ახერხებს ცოდნის მიღებას, ზოგიერთს კი უადვილდება სწავლა, ადვილად იმახსოვრებს ინფორმაციას და სიამოვნებს სწავლის პროცესი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთი მოსწავლის ტვინი სრულფასოვნად მუშაობს. სწორედ ამის შედეგია კარგი აკადემიური მოსწრება.
ზოგიერთი ბოლოდროინდელი კვლევით დგინდება, რომ დაბალი აკადემიური მოსწრების სინდრომი შემთხვევათა თითქმის 90%-ში არა გენეტიკური ეფექტი, არამედ ცერებრუმში 60 მილიარდი ნეირონის ცუდი ფუნქციონირების შედეგია.
მიზეზი შეიძლება კისრის მიდამოში ხერხემლის არტერიების შევიწროვება იყოს, რაც 60 მილიარდი ნეირონისთვის სისხლის არასაკმარის მიწოდებას განაპირობებს. ექიმები ვარაუდობენ, რომ მშობიარობის დროს ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ კისრის ფარული ტრავმები. ანუ დაბადებიდან მათი ტვინში სისხლის მიწოდება ირღვევა. კისრის მალების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა კი ახალშობილებში არ ტარდება და ცოტამ თუ იცის, როგორ შეაფასოს გამტარობა სწორად.
ამ დაზიანებით ბავშვებს ცუდად სძინავთ, ოფლიანობენ, ვერ ახერხებენ კონცენტრირებას, ცუდად იმახსოვრებენ მიწოდებულ ინფორმაციას და ამიტომ ცუდად სწავლობენ. თუ ტვინის ჟანგბადით მომარაგება სრულყოფილია, სწავლაში პრობლემები ნაკლებად მოსალოდნელია.
ამიტომ ექიმები მშობლებს მოუწოდებენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ბავშვის ხერხემლისა და კისრის კუნთების სიჯანსაღეს. ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერი, სწორად ჯდომისა და დგომის მანერა, კარგი საწოლი და სწორად შერჩეული სამეცადინო მაგიდა მომავალში კარგად სწავლის პირობა შეიძლება გახდეს,