ჯანეტ ქერდიყოშვილის და ნოე სულაბერიძის უფროსი ქალიშვილი ანნა, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია, 5 წლის გახდა.
"გილოცავ, ჩემო საოცნებო გოგო!" - წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი და ანნას ახალ ფოტოებს აქვეყნებს.
ანას დაბადების დღეზე პრინცესული ტორტი მიართვეს და მშობლებთან ერთად ჩააქრო სანთლები.
ცოტა ხნის წინ წყვილს მეორე ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ლილი დაარქვეს - ნოეს დედის სახელი. ლილი უკვე მონათლეს კიდეც და სამოგზაუროდაც იყო ოჯახთან ერთად.
ლილი ჯანეტის მეუღლის, ნოე სულაბერიძის გარდაცვლილ დედას ერქვა. სახელთან დაკავშირებით ჯანეტი სოციალურ ქსელში შეკითხვაზე პასუხობს და ამბობს, რომ მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე წირვის შემდეგ საოცარი ამბავი გადახდა, რამაც კიდევ უფრო დაარწმუნა, თუ რა უნდა დაერქმია გოგონასთვის.