8 წლის დიაბეტიან გოგონას სექტანტმა მამამ ინსულინის მიღება შეუწყვიტა - ბავშვი გარდაიცვალა - მშობლები

8 წლის დიაბეტიან გოგონას სექტანტმა მამამ ინსულინის მიღება შეუწყვიტა - ბავშვი გარდაიცვალა

2025-01-30 18:03:38+04:00

ავსტრალიაში რელიგიური სექტის თოთხმეტი წევრი რვა წლისელიზაბეტ სტრუჰსისმკვლელობაში დამნაშავედ ცნეს - როგორც ცნობილია, მათ ბავშვს სამედიცინო დახმარება განზრახ არ გაუწიეს. ბავშვის მამა სასწრაფო დახმარება ქალიშვილის გარდაცვალებიდან 36 საათის შემდეგ გამოიძახა.

ადგილზე მისულმა ექიმებმა სიმღერის ხმა გაიგონეს - გავრცელებული ინფორმაციით, რელიგიური სექტის წევრები ელისაბედის "აღდგომისთვის" ლოცულობდნენ.

”არ მიხარია, მაგრამ მშვიდად ვარ... ჩემს პატარა გოგონას ყველაფერი მივეცი, რაც სურდა. ახლა მასზე ღმერთი იზრუნებს" - უთხრა ჯეისონ სტრუჰსმა პოლიციას.

მოსამართლე მარტინ ბერნსმა ოთხშაბათს ჯეისონ სტრუჰსი და რელიგიური ლიდერი ბრენდან სტივენსი, ელიზაბეთის დედასთან, კერისთან და ჯგუფის 10 სხვა წევრთან ერთად დამნაშავედ ცნო ბავშვის მკვლელობაში.

განაგრძეთ კითხვა