14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს, რომელიც 16 იანვარს 22 საათიდან გაუჩინარდა, კვლავ ეძებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბავშვის პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს, კამერებში ჩანს, როგორ დებს ალექსანდრე სკამზე ამ ნივთებს და მას შემდეგ კვალი ქრება.
ოჯახის წევრების თქმით, ალექსანდრე იმ საღამოს ინგლისურის გაკვეთილიდან მარტო გამოვიდა და მას შემდეგ დაიკარგა. საქმეში ჩართულია პოლიცია, სანათესავო, ყველგან ეძებენ მოზარდს. პოლიციაში იკითხებიან ის ადამიანები, ვისაც შეხება ჰქონდა არასრულწლოვანთან, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ხელჩასაჭიდი არ ჩანს.
დედა, ნათია დიაკვნიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტავს და საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს. დღეს კი ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომელშიც შვილს მიმართავს და დაბრუნებას სთხოვს.
თუ ფლობთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას ალექსანდრეზე, შეატყობინეთ შესაბამის ორგანოებს ან ოჯახს - 555105500, 599451122.