თოჯინის დიდი თვალები, ფაფუკი თმა, მგრძნობიარე ტუჩები - ჩინელი სტრიმერი (ადამიანი, რომელიც ონლაინტრანსლაციას აწარმოებს ინტერნეტის მეშვეობით - რედ.) იუ ჩონგი გამომწერებს მის პროფილზე დაყენებული ფოტოთი პირველივე წამიდან აყვარებდა თავს. თუმცა რეალობამ ყველა გააოგნა, ვინც მასზე გიჟდებოდა არა მხოლოდ, როგორც სტრიმერზე, არამედ, მისი გარეგნობის გამოც.
საქმე ისაა, რომ იუ ჩონგი ჩინეთში საკმაოდ პოპულარული და წარმატებული სტრიმერია. ის თამაშების ტრანსლირებას ახდენს და საკმაოდ ძლიერი უნარების და სახალისო კომენტარების გამო მალე მოიპოვა წარმატება ონლაინსივრცეში. 19 იანვარს ის დაჯილდოების ცერემონიაზე დაპატიჟეს, რადგან "12 ყველაზე პოპულარულ სტრიმერს" შორის მოხვდა. ცერემონიის ონლაინტრანსლაციას მისი ბევრი თაყვანისმცემელიც უყურებდა, რომელთაც იცოდნენ, რომ იუ სცენაზე გამოჩნდებოდა და იმედი ჰქონდათ, პირდაპირ ეთერშიც დაინახავდნენ საყვარელ იუთუბერს. თუმცა მათ დიდი იმედგაცრუება ელოდათ.
აღმოჩნდა, რომ იუ სრულიად სხვაგვარად გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში. მისი გულშემატკივრები განარისხა მისმა ტყუილმა. უამრავი საშინელი კომენტარი დაუწერეს და ბევრმა გააუქმა მისი გამოწერა. ბევრი წერს, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რატომ არ უნდა სჯეროდეს იმის, რასაც ონლაინ ხედავს ან კითხულობს, სანამ ცოცხლად არ ნახავს.
ვიდეოჩანაწერი ინტერნეტშიც მალე გავრცელდა და ჩინეთის მედიაშიც გაშუქდა.
თავად ამბობს, რომ არ ღელავს ამ რეაქციებზე და კრიტიკაზე.