ექიმი ეკა კვირკველია ასახელებს ყველაზე არაჰიგიენურ ქცევებს სახლში, რაც არასდროს უნდა გავაკეთოთ:
- პირველი, გარეთ რომ დავდივართ, იმ ფეხსაცმლით სახლში შესვლა და სიარული.
მეორე, უნიტაზს თავსახურს რომ არ დავაფარებთ და ისე ჩავრეცხავთ - საშინელებაა. შხეფები ყველგან ამოიფრქვევა.
მესამე, სამგზავრო ჩანთის რომელიც, მაგალითად, თვითმფრინავში, მატარებელში გვქონდა, საწოლზე დადება.
საწოლზე იმ ტანსაცმლით დაჯდომა ან დაწოლა, რომელიც გარეთ გვეცვა. ზოგადად, რეკომენდებულია, რომ ეს ტანსაცმელი შემოსვლისას გავიხადოთ.
ხელების არდაბანა საპნით, როცა გარედან შენობაში შემოვდივართ.
ჩემთვის ყველაზე არაჰიგიენური გარეთ რომ ფეხსაცმელი გვაცვია, ამ ფეხსაცმელებით სახლში შესვლაა, რადგანაც ვირუსები, ბაქტერიები, საშინელი პარაზიტები შეგვაქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, ვისაც ბავშვები ჰყავს.