სულ რამდენიმე დღის წინ ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი მესამედ გახდა დედა. ამის შესახებ ინტერნეტ ტაბლოიდი TMZ ინსაიდერზე დაყრდნობით იტყობინება. ამ დრომდე ბავშვის სახელი და სქესი გასაიდუმლოებული იყო, დღეს კი მემკვიდრის სახელთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაირკვა. ჟიზელს და მის 35 წლის ბოიფრენდს იოაკიმე ვალენტეს ვაჟი შეეძინათ, დაადასტურა წყვილის ახლო მეგობარმა. მან ასევე დაამატა, რომ ბიჭის სახელი ბუნებასთან კავშირშია - მემკვიდრეს რივერი (River-მდინარე) დაარქვეს.
სახელის ეს არჩევანი აგრძელებს მოდელის ტრადიციას, რომელიც ბავშვებს წყლის ელემენტთან ასოცირებულ სახელებს არქმევს. ბუნდჰენის 12 წლის ქალიშვილის შუა ლეიკი (Lake - ტბა), ხოლო მისი 15 წლის ვაჟის სახელი რეინი (Rain-წვიმა). ორი უფროსი შვილი მოდელს პირველი ქმრისგან ჰყავს.
ბუნდჰენის რომანის შესახებ ჭორები 2022 წლის ნოემბერში გაჩნდა, მოდელის 47 წლის ყოფილ ქმართან ტომ ბრედისთან დაშორების შემდეგ მალევე. შემდეგ ჟიზელსა და იოაკიმეს ხშირად ნახულობდნენ ერთად. ამავდროულად, მიუხედავად ინსაიდერული ინფორმაციისა, თავად ჟიზელი მასთან ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა. ახლაც იშვიათად აზიარებს ინტერნეტში პირადი ცხოვრების დეტალებს. მაგრამ მოდელსა და ფეხბურთელს შორის განქორწინება გასულ შემოდგომაზე გახდა ცნობილი. ჭორების თანახმად, დაშლის მიზეზი ტომის სურვილი იყო, განეახლებინა სპორტული კარიერა მას შემდეგ, რაც მან პენსიაზე გასვლის შესახებ განაცხადა. ბუნდჰენს კი სურდა, რომ ტომს მეტი დრო დაეთმო ოჯახს.
2024 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ პოდიუმის ვარსკვლავის ოჯახში მატებას ელოდნენ. ამ დროს ჟიზელმა აღიარა, რომ მშობიარობას სახლში, მაიამიში, საკუთარ ვილაში გეგმავდა.