ცნობილ პედაგოგ ლადო აფხაზავას და ყველასათვის ცნობილ ფსიქოლოგ მაია ცირამუას მანიფესტაციაშიმონაწილეობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და დღეს არის სასამართლო ჩანიშნული. ამ ფაქტმა უამრავი ადამინი აღაშფოთა.
ასოციაცია "მშობლები განათლებისთვის" მშობლების სახელით ეხმაურება:
"მშობელთა ასოციაციისთვის შოკისმომგვრელია, რომ პედაგოგ ლადო აფხაზავას და ფსიქოლოგ მაია ცირამუას დღეს სასამართლოში განსასჯელის სკამზე ვიხილავთ.
ეს ადამიანები ბავშვების გულმხურვალე მხარდამჭერებად გვეგულება, რაც ჩვენს პროექტებში მონაწილეობით არაერთხელ დაუმტკიცებიათ.
ბავშვიან ოჯახებს ისეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, სადაც მასწავლებელს სკოლაში მიეჩქარება, ხოლო ფსიქოლოგი სხვა ადამიანების გადარჩენისთვის იბრძვის, სადაც ადამიანებს საყვარელი საქმის ხალისით კეთების სურვილი და შესაძლებლობა აქვთ.
მშვიდობიან მანიფესტაციაში მონაწილეობა არ არის დანაშაული. ჩვენი სოლიდარობა ლადო აფხაზავას, მაია ცირამუას და მათთან ერთად განსასჯელ უდანაშაულო ადამიანებს: ქეთი ფილაურს, გელა მთივლიშვილის, ხვიჩა ვაშაყმაძეს, ნინო ქათამაძეს, ირინა ზარანდიას, გივი ცინცაძეს, ეკა კუხალაშვილს".