ალტე უნივერსიტეტი წელს უკვე მესამედ სასკოლო START-UP მარათონს იწყებს, რომელიც ახალგაზრდებში მეწარმეობის, ინოვაციური აზროვნებისა და ბიზნეს უნარების განვითარებას უწყობს ხელს. პროექტი TBC for Youth, TBC for Business, Entrepreneur Georgia და GITA • Tech Park-ის მხარდაჭერით ხორციელდება და სკოლის მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ.
START-UP მარათონი, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან, X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. პროექტის მიზანია, ახალგაზრდების სასწავლო გამოცდილება რეალურ სამყაროსთან დააკავშიროს, დაეხმაროს მათ სამეწარმეო უნარების განვითარებაში და მისცეს ბიზნეს იდეების განხორციელების პრაქტიკული შესაძლებლობა.
“სტარტაპ-ეკოსისტემა ძლიერი ეკონომიკის საფუძველია, ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი კი ახალგაზრდებს სწორედ ანტრეპრენერული უნარების განვითარებას სთავაზობს. ის უნიკალური პლატფორმაა, სადაც სტუდენტები რეალურ ბიზნესგამოცდილებას იღებენ და ინოვაციურ იდეებს აცოცხლებენ. ჩვენ ახალგაზრდებს ვუქმნით გარემოს, სადაც ისინი სწავლობენ, როგორ შექმნან ღირებული ინიციატივები და დაიმკვიდრონ თავი გლობალურ ბიზნესში. წლევანდელი მარათონი მორიგ შესაძლებლობას წარმოადგენს იმ იდეებისთვის, რომლებიც საზღვრებს სცდებიან და ახალ პერსპექტივებს ხსნიან” - დავით კიკვიძე, ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი.
START-UP მარათონი მხოლოდ შეჯიბრი არ არის – ეს არის რეალური შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, მოიძიონ ინვესტორები, განავითარონ და შემდგომში, პროექტის ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების ჩართულობით, განახორციელონ თავიანთი ინოვაციური ბიზნეს პროექტები.
ამის ნათელი დადასტურებაა 2022 წლის START-UP მარათონის ფინალისტი - ზურა წიკლაური, რომელიც ამავე იდეით GITA-ს 150,000-ლარიანი საგრანტო პროგრამის ფინალისტიც გახდა. აქვე აღსანიშნავია გუნდი "Robobook", რომელმაც 2022 წლის მარათონში TBC-ის გრანტი მოიპოვა და დაიწყო ინტერაქტიული წიგნის შექმნა რობოტიკის სწავლის ინოვაციური მეთოდით.
2023 წლის გამარჯვებული გუნდები "Robofarmia" და "DIDOSTATY" გახდნენ. TBC ახალი თაობისთვის და TBC სტარტაპერის რჩეულმა გუნდმა - Robofarmia საჩუქრად 5000 ლარი მიიღო. “Robofarmia“ ალტე უნივერსიტეტის ერთ-ერთ რჩეულადაც დასახელდა და უნივერსიტეტისგან დამატებით ფულადი პრიზი გადაეცა. უნივერსიტეტმა სასწავლო გრანტით დააჯილდოვა კიდევ ერთი გუნდის - “DIDOSTATY” - წევრები; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო კი მათ პროტოტიპის დამუშავებასა და სხვადასხვა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაში დაეხმარა.
ალტე უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი“ ორიენტირებულია ტექნოლოგიური ინოვაციების პრაქტიკულ განვითარებაზე. მარათონის მსვლელობისას მოსწავლეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, ტექნოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, განახორციელონ უნიკალური იდეები და მომავლის ბიზნესგარემოში რეალური ადგილი დაიკავონ” - ალტე უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის“ ხელმძღვანელი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი - რუსუდან სანაძე.
START-UP მარათონი შესაძლებლობას მოგცემს, შეიძინო რეალური გამოცდილება, გაიცნო წარმატებული მეწარმეები და მიიღო პრაქტიკული ცოდნა ბიზნესისა და ინოვაციების შესახებ.
დამატებით, შეძლებ გაიღრმაო ცოდნა სამეწარმეო აზროვნებაში, ბიზნეს პროცესების მართვასა და ინვესტიციების მოზიდვაში. ეს უნარები კი არამხოლოდ სტარტაპის წამოწყებაში, არამედ კარიერულ განვითარებაშიც დაგეხმარება.
აპლიკაციების მიღება 4 თებერვალს დაიწყო და 4 მარტის ჩათვლით გაგრძელდება .
არ გამოტოვო შესაძლებლობა, გახდე მომავლის ანტრეპრენერი!
სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/4eQZC
R