ამ ფოტოს გამო ცნობილი მოდელი და ოთხი შვილის დედა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა - "შენი ბიჭები უკვე ძაან დიდები არიან, რომ შენთან ერთად იბანაონ. სრულიად უადგილოა" - მშობლები

ამ ფოტოს გამო ცნობილი მოდელი და ოთხი შვილის დედა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა - "შენი ბიჭები უკვე ძაან დიდები არიან, რომ შენთან ერთად იბანაონ. სრულიად უადგილოა"

2025-02-11 09:05:53+04:00

კრისი ტეიგენი საკმაოდ ცნობილი მოდელია, რომელმაც ბოლო წლებში წითელ ხალიჩებზე თამამი სამოსითაც მიიქცია საზოგადოების ყურადღება. მაგალითად, ბოლოს "გრემის" დაჯილდოებაზე "გულახდილი" კაბით ახლდა მეუღლეს - პოპულარულ მომღერალ ჯო ლეგენდს.

chrissy-teigen-grammys-fi-1739251062.webp

კრისი ძირითადად საცურაო კოსტიუმების მიმართულებით მოდელობდა და არაერთხელ ყოფილა ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე.

chrissy-teigen-miami-swim-week-1739251062.webp

მას და მის მეუღლეს ოთხი შვილი ჰყავთ. ბედნიერი ქორწინება აქვთ და კრისტი ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს სოციალურ ქსელში. თუმცა ახალ ფოტოს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მოდელი უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა ფოტოსთვის, რომელზეც შიშველი ზის შვილებთან ერთად და აბაზანას იღებს.

1440x1796-0xpkun7vtc-2279064841633040145-1739251061.jpg

ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა: "შენი ბიჭები უკვე ძაან დიდები არიან, რომ შენთან ერთად იბანაონ. სრულიად უადგილოა", "ამ ასაკში აღარავინ ბანაობს დედასთან ერთად", "უნდა დაიჭირონ. ეს რომ ქმარს ექნა გოგოებთან, ხომ იტყოდნენ, არ შეიძლება?"

ტეიგენმა პასუხი არ გასცა კომენტარებს, თუმცა შეკითხვას, თუ რატომ ჩანს წყალი ჭუჭყიანი, ასე უპასუხა: "ეს არის აბაზანა ქოქოსის რძით, მგრძნობიარე კანისთვის".
კრისი და ჯონი 2007 წელს შეხვდნენ ერთმანეთს მომღერლის კლიპის გადაღებაზე. 2011 წელს ჯონმა კრისს ხელი სთხოვა. 2 წელიწადში გაუჩნდათ პირველი შვილი.
b9b2811b202f-chrissy-teigen-john-legend-instagram-thailand-0402242412-e42a070e66b04ff0ac774b-1739251062.jpg.webpfit-795-547-false-crop-3435-1930-0-863-q90-1267031-52d125b19326081791196b920-1739251062.jpegw1300-1739251062.webp