კრისი ტეიგენი საკმაოდ ცნობილი მოდელია, რომელმაც ბოლო წლებში წითელ ხალიჩებზე თამამი სამოსითაც მიიქცია საზოგადოების ყურადღება. მაგალითად, ბოლოს "გრემის" დაჯილდოებაზე "გულახდილი" კაბით ახლდა მეუღლეს - პოპულარულ მომღერალ ჯო ლეგენდს.
კრისი ძირითადად საცურაო კოსტიუმების მიმართულებით მოდელობდა და არაერთხელ ყოფილა ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე.
მას და მის მეუღლეს ოთხი შვილი ჰყავთ. ბედნიერი ქორწინება აქვთ და კრისტი ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს სოციალურ ქსელში. თუმცა ახალ ფოტოს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მოდელი უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა ფოტოსთვის, რომელზეც შიშველი ზის შვილებთან ერთად და აბაზანას იღებს.
ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა: "შენი ბიჭები უკვე ძაან დიდები არიან, რომ შენთან ერთად იბანაონ. სრულიად უადგილოა", "ამ ასაკში აღარავინ ბანაობს დედასთან ერთად", "უნდა დაიჭირონ. ეს რომ ქმარს ექნა გოგოებთან, ხომ იტყოდნენ, არ შეიძლება?"