14 თებერვალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული დღეა, რომელიც სიყვარულსა და მზრუნველობას ეძღვნება. ბევრს ჰგონია, რომ მისი აღნიშვნა ბოლო პერიოდში დაიწყო, თუმცა რეალურად ვალენტინობას დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. მართალია ის ლეგენდებს ეყრდნობა, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ სათავეს ჯერ კიდევ რომაული ხანიდან იღებს.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვერსიით, წმინდა ვალენტინი რომის იმპერიის პერიოდში ცხოვრობდა. III საუკუნეში რომის იმპერატორი კლავდიუს II თვლიდა, რომ დაქორწინებული მამაკაცები ბრძოლის ველზე ნაკლებად ეფექტურები იყვნენ, რადგან ისინი ოჯახზე ფიქრობდნენ. ამიტომ ახალგაზრდა ჯარისკაცების ქორწინება აკრძალა. თუმცა ქრისტიანი მღვდელი ვალენტინი ამ ბრძანებას არ დაემორჩილა და ფარულად წყვილებს აქორწინებდა. როდესაც იმპერატორმა ამის შესახებ გაიგო, ვალენტინი დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს.
ლეგენდის მიხედვით, ვალენტინი ციხეში ყოფნისას სიყვარულის წერილებს უგზავნიდა ციხის მცველის ქალიშვილს, რომელიც ბრმა იყო, მაგრამ სასწაულებრივად აღიდგინა მხედველობა წმინდა ვალენტინის ლოცვის შედეგად. წერილში ეწერა ფრაზა - „შენი ვალენტინისგან“, რაც დღემდე გამოიყენება სასიყვარულო ბარათებში.
ვალენტინი 269 წლის 14 თებერვალს სიკვდილით დასაჯეს, ხოლო მოგვიანებით ის წმინდანად შერაცხეს.
XIV-XV საუკუნეებში ინგლისში და საფრანგეთში გაჩნდა ტრადიცია, რომ ამ დღეს შეყვარებულებს ერთმანეთისთვის სასიყვარულო წერილები და საჩუქრები გაეგზავნათ. შემდეგ ეს სასიამოვნო წესი თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და დღეს ყველა დიდი სიამოვნებით უმზადებს პარტნიორს საჩუქრებსა და წერილებს.
ყველაზე პოპულარული საჩუქრებია:
არ დაგავიწყდეთ, რომ ვალენტინობას ბიჭებიც ისევე ელოდებიან საჩუქარს, როგორც გოგონები, რადგან ეს სიყვარულისა და შეყვარებულების დღეა. საჩუქრის შერჩევა, რომ გაგიმარტივდეთ, გაგაცნობთ რამდენიმე პროდუქტს, რომლითაც საყვარელ ადამიანს ნამდვილად გაახარებთ. აქვე გეტყვით, რომ დეკორატიული კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები უნივერსალური და სასიამოვნო საჩუქარია, რადგან ის ესთეტიკური ზრუნვის ნაწილია, რომელიც ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს.
მიზონის კოლაგენის კუშონი
კუშონი კოლაგენის სერიიდან ფარავს სიშავეებს, ლაქებს, სიჭრელეს და ანიჭებს კანს თანაბარ ტონს, ქმნის ჯანსაღ და მბზინავ იერს. ამავდროულად, უზრუნველყოფს მზისგან დაცვას SPF 38 / PA++. აქვს დამატენიანებელი მოქმედება და ეფექტი ხანგრძლივად ნარჩუნდება.
მიზონის თვალის პაჩი ჰიალურონით
მიზონი თვალის პაჩი ჰიალურონით ფირფიტები რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. გელისებური ფირფიტა გაჟღენთილია ჰიალურონის მჟავით და ატენიანებს თვალს, საუკეთესოდ მოქმედებს მუქ წრეებზე. პაჩების გამოყენება საკმაოდ მარტივია. შეფუთვას თან ახლავს ჩხირი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ სტერილურად აიღოთ 1 ფირფიტა და მოათავსოთ თვალბუდის ძვალზე. დააყოვნეთ 20-30წთ. შემდეგ მოიშორეთ და ნარჩენი მსუბუქი მასირებით შეიზილეთ თვალის ირგვლივ. გამოყენებისთანავე ანიჭებს კანს კომფორტის შეგრძნებას. შეფუთვაში 60 ცალი (30 წყვილი) ფირფიტაა.
ლოკოკინის BB კრემი
მსუბუქი BB კრემი უზრუნველყოფს საიმედო მზისგან დაცვას 50SPF+ით. კანის უნაკლო მოვლის საშუალება 35% ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტითა და ალანტოინის დამამშვიდებელი ნაზავით სიწითლისა და გაღიზიანების შესამცირებლად. ანიჭებს კანს ერთგვაროვან ფერს, აუმჯობესებს მიკრორელიეფს, ფარავს კანის ნაკლოვანებებს, როგორიცაა: შრამი, ფორები, წვრილი ნაოჭები . აბრეშუმისებრი ტექსტურა კანზე ადვილად დაიტანება და არ ტოვებს სიმძიმის შეგრძნებას.
მიზონის თვალის ლაინერი
მიზონის თვალის ლაინერი შეიცავს ნახშირის პიგმენტს, რაც ხასხასა და კონტრასტულ ფერს უზრუნველყოფს. წყალგამძლე, ცხიმგამძლე ფორმულის წყალობით შედეგი ნარჩუნდება დიდი ხნის განმავლობაში. წვრილი, წაგრძელებული ფუნჯი კი ლაინერის წასმას ამარტივებს.
რაც შეეხება საჩუქარს ბიჭისთვის, მისშას Super Aqua Ultra ნაკრები საუკეთესო საჩუქარია.
მისშას Super Aqua Ultra ნაკრების შემადგენლობაშია: ესენცია, ემულსია და კრემი. ღრმად დამატენიანებელი კანის ესენცია გამდიდრებულია 10 სხვადასხვა ტიპის ჰიალურონის მჟავით. ტონერის მსგავსი მსუბუქი ტექსტურა ღრმად აღწევს კანში, სიღრმისეულად ატენიანებს ისე, რომ კანი არ დარჩეს წებოვანი. კვებავს, აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას. მსუბუქი ტექსტურის დამატენიანებელი და მატონიზირებელი ემულსია, ასევე შექმნილია 10 ტიპის დაბალი, საშუალო და მაღალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავით. ხელს უწყობს როგორც მშრალი, ისე ცხიმიანი უბნების დაბალანსებას კანის გამკვრივებისთვის. კრემი ჰიალურონის მჟავის კომპლექსით ხანგრძლივი ჰიდრატაციისთვის ავსებს ტენიანობას კანის ყველა ფენაში და უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებას. უნიკალური, ნაღების ტექსტურა სწრაფად შეიწოვება, ანიჭებს კანს სიგლუვეს, ელასტიკურობასა და ჯანსაღ იერს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ PSP-ს ქსელში 50%-მდე ფასდაკლება დაგხვდებათ ყველა წამყვან ბრენდზე, მათ შორის, კორეულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის საშუალებებზე. თუ არ იცით, ზუსტად რა გაუხარდება თქვენს რჩეულს, სასურველი პროდუქტების შერჩევაში PSP-ს თანამშრომლები დაგეხმარებიან. საჩუქართან ერთად კი განსაკუთრებული ბარათის მომზადება არ დაგავიწყდეთ.
R