თბილისში ოჯახის წევრები მესამე დღეა 24 წლის გიგა დაუშვილს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
"დაიკარგა ჩემი ოჯახის ახლობელი, გიგა. გააზიარეთ პოსტი უმორჩილესად გთხოვთ ,მესამე დღეა ვეძებთ" - წერს მეგო ვიბლიანი "ფეისბუქზე".
"როგორც ვიცით, ბოლოს დიღმის ჭალებში იმყოფებოდა..." - ამბობს დაკარგული ბიჭის მეგობარი.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია.