რა განსხვავებაა 1-წლიან და 2-წლიან სამაგისტრო პროგრამებს შორის და რა შეზღუდვები არსებობს - მშობლები

რა განსხვავებაა 1-წლიან და 2-წლიან სამაგისტრო პროგრამებს შორის და რა შეზღუდვები არსებობს

2025-02-13 15:10:09+04:00

საქართველოს უნივერსიტეტები უკვე აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება შეეძლებათ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიმარტეს, 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებლად სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება საჭირო არ არის. მიღების წესებსა და პირობებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს. ზოგ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს გასაუბრება, შიდა ტესტირება და ასე შემდეგ. დეტალურ ინფორმაციას პროგრამებთან დაკავშირებით უნივერსიტეტები თავად გამოაქვეყნებენ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას ვერ შეძლებთ.

გარდა ამისა, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტს სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესაძლებლობა არ ექნება და მან კონკრეტული უნივერსიტეტის მიხედვით, 1 წლის საფასური უნდა გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტები 3-წლიან საბაკალავრო პროგრამებზე აქტიურად მუშაობენ და აბიტურიენტებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა უნივერსიტეტის გვერდზე სიახლეებს გაეცნონ. ერთად ინფორმაცია აბიტურიენტთა 2025 წლის ცნობარში იქნება თავმოყრილი.

თამარ იაკობაშვილი

რა განსხვავებაა 3-წლიან და 4-წლიან საბაკალავრო პროგრამებს შორის და შეძლებთ თუ არა 3-წლიანი პროგრამის შემდეგ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას
როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტთა 2025 წლის ცნობარი