ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი გადაცემაში "დიდი შესვენება" საუბრობს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების მხრიდან შვილებისადმი სითბოს გამოხატვასა და უპირობო სიყვარულს:
- მშობლებს ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ ბავშვი კარგად რომ იქცევა, მაინცდამაინც მაშინ არ უთხრათ - "როგორ მიყვარხარ". აბსოლუტურად უმიზეზოდ უთხარით, რომ გიყვართ. დადის ოთხში? - გააჩერეთ, მოეფერეთ. თუკი მე ის რაღაც საქციელისთვის მიყვარს, ესე იგი, მე ის უპირობოდ არ მიყვარს.უპირობოდ უნდა გვიყვარდეს. ასეთ შემთხვევაში, როცა ვიზრდებით, ჩვენი თავიც უპირობოდ გვიყვარს. აი, რა გვჭირდება. ხშირად ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ საკუთარ თავს გარკვეულ პირობებს ვუყენებთ, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ, მხოლოდ მაშინ ვიქნებით მისაღები მეუღლისთვის, შვილებისთვის, თანამშრომლებისთვის... ეს ხანდახან იმდენად რთულად შესასრულებელია, რომ უბრალოდ ვერ ვაკეთებთ.