ილონ მასკს მე-13 შვილი შეეძინა - საიდუმლო ბავშვის დედამ გაამხილა - მშობლები

ილონ მასკს მე-13 შვილი შეეძინა - საიდუმლო ბავშვის დედამ გაამხილა

2025-02-16 10:29:30+04:00

53 წლის მილიარდერი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი მსოფლიოში ილონ მასკი მე-13 შვილის მამა გახდა. ამის შესახებ 26 წლის საბავშვო მწერალმა ეშლი სენტ-კლერმა განაცხადა.

"ხუთი თვის წინ გავაჩინე ბავშვი. მამამისი ილონ მასკია. ამის შესახებ არ ვყვებოდი, რათა ჩემი შვილის პირადი ცხოვრება და უსაფრთხოება დამეცვა, თუმცა ცხადი გახდა, რომ ტაბლოიდები გეგმავენ ინფორმაციის გამჟღავნებას, ამიტომ თავად ვამბობ", - დაწერა ეშლიმ სოციალურ ქსელში.

666x888-0xjnrygacx-4305242886065238055-1739688692.jpg

ეშლიმ დასძინა, რომ სურს ბავშვი "ნორმალურ და უსაფრთხო გარემოში" გაზარდოს და მედიას სთხოვა, არ ჩაერიონ მის ცხოვრებაში.

მასკს ჯერ არ გაუკეთებია არანაირი კომენტარი. თუმცა ადრე აღნიშნა, რომ ადამიანებმა მეტი შვილი უნდა გააჩინონ და ასე ებრძოლონ მოსახლეობის შემცირებას.

მილიარდერს აქამდე 12 ბავშვი ჰყავდა, კანონიერი და უკანონო. ექვსი პირველი ქორწინებიდან ჯასტინ უილსონთან, სამი - ტოპ-მენეჯერ შივონ ზილისთან, კიდევ სამი მომღერალ გრაიმსისგან. პირველი შვილი 10 კვირისა გარდაეცვალა ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომით.

215889e6-1091-4bea-8558-ae60fcb10d81-1739688988.jpg

2024 წელს გახდა ცნობილი მე-12 ბავშვის ამბავი, რომელიც ასევე შივონ ზილისთან შეეძინა და ახლა უკვე მე-13 შვილის შესახებაც შეიტყო მსოფლიომ.

საზოგადოება კარგად იცნობს ილონის ტრანსგენდერ შვილს და ასევე 4 წლის X Æ A-Xii-ს, რომელიც ბოლო დროს ხშირად ახლავს მამას საჯარო ღონისძიებებზე. ბოლოს კი ტრამპის კაბინეტში გაიბრწყინა და მისმა ფოტოებმა მოიარა ინტერნეტსივრცე.

67abe86b919cb-1739688987.image.jpgsub-buzz-418-1739383072-3-1739688988.webp704747-1739688988.webpbec67852-1ad9-4164-a1f6-a14a5ccf643f-1739688988.jpg

ილონ მასკმა მკვდრად გამოაცხადა ვაჟი, რომელმაც სქესი შეიცვალა - მათ შვილი მომიკლეს...