53 წლის მილიარდერი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი მსოფლიოში ილონ მასკი მე-13 შვილის მამა გახდა. ამის შესახებ 26 წლის საბავშვო მწერალმა ეშლი სენტ-კლერმა განაცხადა.
"ხუთი თვის წინ გავაჩინე ბავშვი. მამამისი ილონ მასკია. ამის შესახებ არ ვყვებოდი, რათა ჩემი შვილის პირადი ცხოვრება და უსაფრთხოება დამეცვა, თუმცა ცხადი გახდა, რომ ტაბლოიდები გეგმავენ ინფორმაციის გამჟღავნებას, ამიტომ თავად ვამბობ", - დაწერა ეშლიმ სოციალურ ქსელში.
ეშლიმ დასძინა, რომ სურს ბავშვი "ნორმალურ და უსაფრთხო გარემოში" გაზარდოს და მედიას სთხოვა, არ ჩაერიონ მის ცხოვრებაში.
მასკს ჯერ არ გაუკეთებია არანაირი კომენტარი. თუმცა ადრე აღნიშნა, რომ ადამიანებმა მეტი შვილი უნდა გააჩინონ და ასე ებრძოლონ მოსახლეობის შემცირებას.
მილიარდერს აქამდე 12 ბავშვი ჰყავდა, კანონიერი და უკანონო. ექვსი პირველი ქორწინებიდან ჯასტინ უილსონთან, სამი - ტოპ-მენეჯერ შივონ ზილისთან, კიდევ სამი მომღერალ გრაიმსისგან. პირველი შვილი 10 კვირისა გარდაეცვალა ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომით.
2024 წელს გახდა ცნობილი მე-12 ბავშვის ამბავი, რომელიც ასევე შივონ ზილისთან შეეძინა და ახლა უკვე მე-13 შვილის შესახებაც შეიტყო მსოფლიომ.
საზოგადოება კარგად იცნობს ილონის ტრანსგენდერ შვილს და ასევე 4 წლის X Æ A-Xii-ს, რომელიც ბოლო დროს ხშირად ახლავს მამას საჯარო ღონისძიებებზე. ბოლოს კი ტრამპის კაბინეტში გაიბრწყინა და მისმა ფოტოებმა მოიარა ინტერნეტსივრცე.