იქნება თუ არა საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები და რამდენი დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე - მშობლები

იქნება თუ არა საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები და რამდენი დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე

2025-02-17 14:05:29+04:00

როგორც ცნობილია, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. თუმცა, საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები ოფიციალურად გამოცხადებული არ არის. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს.

საბავშვო ბაღებში ოფიციალურად უქმე დღეებში ისვენებენ. შესაბამისად, სასწავლო წლის დასრულებამდე შემდეგი დასვენების დღეები დარჩა:

  • 3 მარტი - დედის დღე
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ოფიციალურად,სააღდგომო დღეებშიდასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. 2025 წელს აღდგომა 20 აპრილსაა. შესაბამისად, ბაღებშიც 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ივნისის ბოლოს სრულდება.

თამარ იაკობაშვილი

როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები და რამდენი დასვენების დღე დარჩა წლის ბოლომდე