სინოპტიკოსი თამარ გულედანი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მომდევნო დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ნალექია მოსალოდნელი
- სამწუხაროდ, თბილი ამინდები უკვე ჩამთავრდა და ამ კვირაში ამინდის მკვეთრ ცვლილებას უნდა ველოდოთ. ეს იქნება როგორც წვიმის, ასევე თოვლის სახით - დასავლეთ საქართველოშიც და აღმოსავლეთ საქართველოშიც.
18 თებერვლის საღამოდან დასავლეთ საქართველოდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები იწყებს შემოსვლას, რაც ამინდის მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევს. ამინდი ჯერ დასავლეთ საქართველოში შეიცვლება, უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი - დაბლობში წვიმის სახით, მაღალ მთასა და მთაში თოვლის სახით.
შემდეგ თანდათანობით აღმოსავლეთ საქართველოსკენაც გადმოინაცვლებს და 19 თებერვლიდან უმეტეს რაიონში ნალექს ველოდებით.
დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია, ძლიერი ნალექიც მოვიდეს. საქართველოს მასშტაბით ყველგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. მთებსა და მაღალ მთებში თოვლის სახით. ამიტომ, საკურორტო ზონებზეც მოთოვს.
დედაქალაქში 19 თებერვლიდან მომდევნო სამი დღის განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 19-ში წვიმის სახით იქნება. 20-21 თებერვალს თოვლის სახით გადავა იმიტომ, რომ ტემპერატურა ძალიან იკლებს. მაქსიმალური ტემპერატურა, დაახლოებით, 0, +2 გრადუსის ფარგლებში გვექნება. დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. ეს ეხება გორი-სურამის გზის მონაკვეთსა და თბილისის გარეუბნებს.