მეცნიერების სამყარო ნებისმიერ ასაკში საოცარ აღმოჩენებს გვპირდება. ამიტომაც ყოველთვის საინტერესოა ჩვენი პლანეტის, კოსმოსის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, ადამიანის ორგანიზმისა თუ სხვა თემის გარშემო მკითხველთა ფართო წრეებისთვის შექმნილი წიგნები, ერთგვარი სახელმძღვანელოები, რომელიც ზოგადი განათლების მიღებაშიც დაგვეხმარება.
სწორედ ასეთი წიგნია 500 საინტერესო ფაქტი, რომელიც ფიზიკაში გაკეთებული აღმოჩენების შესახებ გვიამბობს. წიგნში საუბარია ბუნების უმარტივესი და ამავე დროს უზოგადესი კანონზომიერების შესახებ, გვიამბობს მატერიის აგებულებებსა და თვისებებზე, სივრცესა და დროში მისი მოძრაობის ზოგად ფორმებზე.
წიგნი განკუთვნილია 8-12 წლის მოზარდებისთვის, თუმცა არანაკლებ საინტერესოა უფროსებისთვისაც. თითოეულ თემატიკაზე მოცემულია ილუსტრაციები, რომელიც უფრო ნათლად შეგვიქმნის წარმოდგენას ამა თუ იმ საკითხზე.
„500 საინტერესო ფაქტში“ მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია ატომებისა და მოლეკულების, ელემენტარული ნაწილების, რადიოაქტივობის, ენერგიის, ფარდობითობის თეორიისა და სხვა თემების შესახებ.
გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს წიგნიდან:
1. ნორმალური ადამიანის სხეული დაახლოებით7 X 1027 ატომისგან შედგება! მათ90%-ს წყალბადის, ნახშირბადის,აზოტისა და ჟანგბადის ატომები შეადგენს. ჩვენს სხეულში არსებული წყალბადის ყველა ატომის ასაკი დაახლოებით 13,7მილიარდი წელია – ისინი სამყაროს დაბადებისას წარმოიქმნა.
2. ელემენტარულია ნაწილაკები,რომელთა შემდგომი დაყოფა შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ატომები განუყოფელ ნაწილაკებად ითვლებოდნენ, დღეს ცნობილია, რომ ისინი ელექტრონების,პროტონებისა და ნეიტრონებისგან შედგებიან.
3. რადიოაქტივობა აღმოაჩინა ანრი ბეკერელმა 1896 წელს, როდესაც რენტგენის სხივების ეფექტს სწავლობდა. ამ მოვლენას მისი სახელი უწოდა მარი კიურიმ,რომელმაც მეუღლესთან, პიერ კიურისთან ერთად ეს მოვლენა სიღრმისეულად შეისწავლა.
4. ენერგია იზომება ფიზიკური ერთეულით, რომელსაც ჯოული,ინგლისელი ფიზიკოსის - ჯეიმს პრესკოტ ჯოულის სახელი ეწოდება. საინტერესოა, რომ ერთი ჯოული არის ენერგია, რომელიც საჭიროა მიწიდან ვაშლის ერთ მეტრზე ასატაცებლად!
5. იცით, როგორ წარმოიქმნება ხმა? მას წარმოქმნიან ნაწილაკები, რომლებიც სწრაფად ვიბრირებენ (ირხევიან).ეს ვიბრაციები ვრცელდება ჰაერში, სითხეებში ან მყარ ნივთიერებებში და ჩვენს ყურამდე აღწევენ. სმენის ორგანოს მიერ ეს რხევები აღიქმება
ბგერებად, ხმაურად ან მუსიკალურ ტონად.
6. იცოდით, რომ შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა მანძილზე მოხდა გაელვება? ამისთვის უნდა გამოთვალოთ, რამდენი წამი გავიდა გაელვებიდან ქუხილის დაწყებამდე და მიღებული სიდიდე სამზე გაყოთ. მიიღებთ მანძილს კილომეტრებში. მაგალითად, თუ ქუხილის ხმა გაელვებიდან ოცდაათი წამის შემდეგ მოგესმათ, იცოდეთ, რომ ის დაახლოებით ათ კილომეტრში მოხდა. (ბგერითი ტალღა ერთ კილომეტრს დაახლოებით 3 წამში გადის).
7. ალბერტ აინშტაინმა,ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ფიზიკოსმა,1915 წელს ჩამოაყალიბა ფარდობითობის თეორია,რომლის მნიშვნელობა შეუფასებელია. ეს თეორია სივრცესა და დროს აღწერს.ფარდობითობის ზოგადი თეორიის თანახმად, მასიური ციური ობიექტი, მაგალითად, მზე,იკავებს სივრცეს და სივრცე-დროის ქსოვილში მცირე დეპრესიას ან ველს ქმნის. შედეგად, მზე პლანეტებს იზიდავს, მაგრამ მათი ჩათრევა არ ხდება, რადგან ისინი მის გარშემო საკმარისად სწრაფად ბრუნავენ.
8. თომას ალვა ედისონმა გამოიგონა თავისი დროის ყველაზე პრაქტიკული ნივთი - ელექტრონათურა, რომლითაც შემდგომ ათასობით სახლი და ქუჩა განათდა. იცოდით, რომ პირველი ნათურები მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ანათებდა?
9. ზღვის თევზის რამდენიმე სახეობას აქვს სპეციალიზებული უჯრედები, რომელთაც ელექტროციტები ეწოდება და რომლებიც წყლის სიღრმეების სიბნელეში ექოლოკაციის მიზნით გამოიყენება.ღამურებს ბგერითი ტალღები სიბნელეში ორიენტირებაში ეხმარება, თევზებს კი ელექტროციტები ნადავლის, აგრეთვე კლდეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმოჩენას უადვილებს.
10. დედამიწაზე სიცოცხლის ფორმების არსებობა ხილულ სინათლეზეა დამოკიდებული! მცენარეები და ფოტოსინთეზის უნარის მქონე წყალმცენარეები მზის სინათლესა და წყალს ქლოროპლასტების დახმარებით გარდაქმნიან ნახშირწყლად და ატმოსფეროს ჟანგბადით ამდიდრებენ.
R