"წითელი ხაზებიც“ კი გადაიკვეთა. რაც გუშინ ტრამპისგან მოვისმინეთ, ეს წმინდა რუსული ნარატივია - თუ ტრამპმა ასე გააგრძელა, დიდი ალბათობით, თემა მის იმპიჩმენტამდე მივა და „კოჭლი იხვი“ გახდება, - ამის შესახებპოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმატელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებები შეაფასა.
"ერთი პერიოდი, როდესაც ტრამპის ამ საკმაოდ ოდიოზურ განცხადებებს ვუყურებდი, შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური ტაქტიკის თემა, რაც მისთვის დამახასიათებელი იყო პირველი ვადის დროსაც - გადადიოდა შეტევაზე ამა თუ იმ მხარესთან, რათა უკეთესი მოსალაპარაკებელი პოზიციები მიეღო და ამის შემდეგ გარკვეულ დათმობებზე, კომპრომისებზე იწყებდა საუბარს. მაგრამ დღევანდელი ვითარება უკვე ძალიან შორს წავიდა. „წითელი ხაზებიც“ კი გადაიკვეთა. რაც მოვისმინეთ გუშინ ტრამპისგან, ეს წმინდა რუსული ნარატივია. რიცხვების დონეზეც კი, როდესაც ზელენსკის 4%-იან მხარდაჭერაზე საუბრობდა და დიქტატორად აცხადებდა, ზელენსკი არალეგიტიმურიაო და ა.შ. წმინდა რუსული ნარატივი იყო.
ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, მაგრამ ბოლომდე კატეგორიული არ ვიქნებოდი, რადგან საბოლოოდ, ემოციებს რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი ასეთ ვითარება, შეიძლება პირიქით, ისე შემოტრიალდეს, რომ დიდი პოზიტივით დასრულდეს. როდესაც ქრონიკული დაავადება სჭირს ადამიანს, ხშირად საჭირო ხდება ამ დაავადების პროვოცირება, კიდევ უფრო გამწვავება, რომ დარტყმითი მკურნალობით საბოლოოდ ამოძირკვო ეს დაავადება. შესაძლოა, ზუსტად ამ სახადის წინაშე დადგა დღეს სამყარო და თუ გვინდა ამაში რაღაც პოზიტივი დავინახოთ, პოზიტივი არის. რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, რასაც ტრამპის შესრულებით ვუყურებთ: ეს არის ის, რომ ევროპა გაიღვიძებს. განაგრძეთ კითხვა