კომპანია „ბიბლუსი“ და „საქართველოს ბანკი“ მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნიან – WEEKEND IN კამპანიის ფარგლებში, შაბათ-კვირას, მომხმარებლებს, რომლებიც „საქართველოს ბანკის“ sCool Card-ზე დაგროვილი ქულებით გადაიხდიან, სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. აქცია 22 თებერვლიდან 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და იმოქმედებს მხოლოდ „ბიბლუსის“ ფილიალებში.
WEEKEND IN-ის ფარგლებში ფასდაკლება ვრცელდება „ბიბლუსის“ მრავალფეროვან პროდუქტზე, მათ შორის:
„ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეებს შევთავაზოთ მეტი შესაძლებლობა მათი ქულების ეფექტურად გამოყენებისთვის. WEEKEND IN იდეალური შანსია მათთვის, ვისაც სურს საკუთარი სქულები სასარგებლო და სასიამოვნო პროდუქტებში გაცვალოს, თანაც განსაკუთრებული ფასდაკლებით. ვამაყობთ, რომ „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, მოსწავლეებისთვის მეტ სარგებელს ვქმნით“, – აცხადებენ „ბიბლუსის“ მარკეტინგის გუნდში.
მნიშვნელოვანი დეტალები:
როგორ გროვდება სქულები?
„საქართველოს ბანკის“ sCool Card მომხმარებლებისთვის ქულების დაგროვება მარტივია: თითოეულ დახარჯულ 1 ლარზე ბარათზე ირიცხება 5 სქულა, სადაც 1 სქულა 1 თეთრის ეკვივალენტია. ინფორმაცია sCool Card-ის შესახებ: https://bankofgeorgia.ge/ka/retail/mostsavlis-barati
აღსანიშნავია, რომ „ბიბლუსი“ საქართველოში წიგნების მაღაზიის ყველაზე ფართო ქსელია, რომლის მიზანია წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. „ბიბლუსი“ 2008 წლის 23 მაისს დაარსდა და უკვე 16 წელია ხელს უწყობს წიგნიერების განვითარებას ქვეყანაში. „ბიბლუსის“ წარმატების საიდუმლო მომხმარებელზე ზრუნვაშია.
R