მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვებს მოსწონთ ის საკვები, რომელსაც მათი დედები ორსულობისას მიირთმევდნენ. კვლევის შედეგები ჟურნალში Appetite-ში გამოქვეყნდა .
დიდი ბრიტანეთის დარემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ახალშობილები დადებითად რეაგირებენ იმ საკვების სურნელზე, რომელიც მათი საშვილოსნოში ყოფნისას დედა მიირთმევდა. კ
კვლევაში მონაწილეობდნენ სამი კვირის ჩვილები, რომელთა დედები რეგულარულად მოიხმარდნენ კომბოსტოს ან სტაფილოს კაფსულებს ორსულობის გვიან პერიოდში. საკვების ანალიზმა აჩვენა, რომ ჩვილები, რომელთა დედებიც იღებდნენ სტაფილოს ფხვნილის კაფსულებს, დადებითად რეაგირებდნენ სტაფილოს სუნზე, ხოლო დედების ჩვილები, რომლებიც იღებდნენ კომბოსტოს ფხვნილს, ამ ბოსტნეულის სურნელზე მსგავსი რეაქცია გამოავლინეს.
„ეს აღმოჩენა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ორსულობის დროს ჯანსაღი საკვების მიღება, როგორიცაა მწვანე ბოსტნეული, შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს ამ საკვების „შეყვარებაში““, აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
ექსპერტები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჩვილებისთვის დამატებითი საკვების სახით ტკბილი პიურეს მიცემის პარალელურად, ბავშვებს ასევე შეიძლება უფრო ჯანსაღი და არატკბილი მწვანილეულობაც დაემატოს.