ინტელექტის ტესტი: თუ 10 შეკითხვიდან უმეტესობას სწორად გასცემთ პასუხს, შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ - მშობლები

ინტელექტის ტესტი: თუ 10 შეკითხვიდან უმეტესობას სწორად გასცემთ პასუხს, შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ

2025-02-21 11:46:38+04:00

ეს 10 შეკითხვა თქვენს ზოგად განათლებასა და ინტელექტს შეამოწმებს და გაჩვენებთ, რამდენად კარგად გახსოვთ სხვადასხვა საკითხი:

1. რომელ ქვეყანას უწოდებენ "ათასი ტბის ქვეყანას"?

  • ნორვეგიას
  • ფინეთს
  • ირლანდიას

2. სად მდებარეობს დიდი კანიონი?

  • კალიფორნიაში
  • ნევადაში
  • არიზონაში

3. რომელია მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქი?

  • კიტო (ეკვადორი)
  • ლა-პასი (ბოლივია)
  • ლჰასა (ტიბეტი)

4. რა ჰქვია სამყაროში ყველაზე გავრცელებულ ქიმიურ ელემენტს?

  • ჟანგბადი
  • ნახშირბადი
  • აზოტი
  • წყალბადი

5. ვის ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: "მთელი სამყარო - თეატრია, ადამიანები კი - მსახიობები"?

  • ოსკარ უაილდს
  • უილიამ შექსპირს
  • ჰომეროსს

6. რომელი მხატვარი გახდა ცნობილი ბალეტის სცენების და ბალერინების ხატვით?

  • სალვადორ დალი
  • ვინსენტ ვან გოგი
  • ედგარ დეგა
  • მიქელანჯელო

7. ილია ჭავჭავაძე დაიბადა:

  • საგურამოში
  • წიწამურში
  • ყვარელში
  • თბილისში

8. რომელი უდაბნო მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე?

  • ყარაყუმის უდაბნო
  • კალაჰარის უდაბნო
  • გობის უდაბნო

9. რამდენი სახმელეთო მეზობელი ჰყავს საქართველოს?

  • 3
  • 4
  • 5

10. რომელი მხატვრის ნამუშევარია?

b73b45318713ba79be92a9966bbfa903-main-1740125901.jpg

  • ნიკო ფიროსმანის
  • სალვადორ დალის
  • ლადო გუდიაშვილის
  • პიკასოს

სწორი პასუხები:

  1. ფინეთს - ქვეყანაში 180 ათასზე მეტი ტბაა
  2. არიზონაში - კანიონის სიგრძე 446 კმ-ია.
  3. ლა-პასი - ის ზღვის დონიდან დაახლოებით 3500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქალაქად ითვლება.
  4. წყალბადი ყველაზე მსუბუქი, მარტივი და ყველაზე გავრცელებული ქიმიური ელემენტია სამყაროში, რომელიც H სიმბოლოთი გამოისახება, პერიოდულ სისტემაში პირველ ადგილს იკავებს.
  5. "მთელი სამყარო თეატრია, ადამიანები კი - მსახიობები" - ეს უილიამ შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაა.
  6. ედგარ დეგა - მას საზოგადოება, სხვა არაერთ საინტერესო ნამუშევართან ერთად, როგორც ბალერინების მხატვარს იცნობს.
  7. ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა ყვარელში.
  8. კალაჰარის უდაბნო
  9. 4.
  10. სალვადორ დალის