თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა მოკლულითამაზ მთივლიშვილისსაქმეზე დაკავებული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე და უმძიმესი მკვლელობის საქმის ფიგურანტებს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ცნობილია, რომ 22 წლის თამაზ მთივლიშვილი ორთაჭალაში გიორგი პაპაშვილის ბინაში სადისტურად მოკლეს. მომხდარი დანაშაული ორი დღის შემდეგ გაცხადდა, თაზოს ოჯახი ორი დღე უშედეგოდ ეძებდა.
20 თებერვალს ბინაში მისულ პაპაშვილის დედას სახლში ცხედარი დახვდა, სწორედ მან დარეკა 112-ში და აცნობა ძალოვნებს, რომ მის სახლში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იყო. იმ დღეს გაიგო ეს თავზარდამცემი ამბავი თაზო მთივლიშვილის დედამ.
გიორგი პაპაშვილს პროკურატურა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას ედავება,დანარჩენებს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აქვთ ბრალი წარდგენილი. ამ ბრალდებით არიანდაკავებულები ვერიკო კაპანაძე, ლუკა გვენეტაძე და საბა რობაქიძე, მათ სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დაკავებულები საქმის მთავარ ფიგურანტად გიორგი პაპაშვილს ასახელებენ.
ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი სწორედ პაპაშვილის ბინაშია ნანახი, შემზარავი დანაშაული იქ მოხდა. ფაქტი მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ გახმაურდა, ორი დღე ჩვეულებრივ აგრძელებდნენ ცხოვრებას ამ უმძიმესი დანაშაულის თვითმხილველები და სამსახურებშიც კი დადიოდნენ.
ასე გაექცა სამართალდამცავებს უმძიმესი მკვლელობაში ბრალდებული და ახლა პროკურატურა მათზე ძებნას ინტერპოლით გამოაცხადებს. როგორც შევიტყვეთ, გიორგი პაპაშვილი და ბაირამ ალი გუსეინოვი ადრე ნასამართლევები არიან. მათ ციხე ცოტა ხნის წინ დატოვეს.
საქალაქო სასამართლოში საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ უმძიმესი მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა. ცნობილი ხდება, რომ17 თებერვალს თამაზ მთივლიშვილს დაბადების დღე ჰქონდა. თურმე ეს დღე მან რესტორანში თანამშრომლებთან ვერიკო კაპანაძესთან, ლუკა გვენეტაძესთან, საბა რობაქიძესთან და ბაირამ ალი გუსეინოვთან ერთად აღნიშნა. შემდეგ კი მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან სახლში ავიდნენ.
"18 თებერვალს შუადღის საათებში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თამაზ მთივლიშვილს სხეულის სხვადასხვა არეში, ძირითადად, ეს იყო თავის და კისრის მიდამოში გამეტებით დაუწყო ფიზიკური ძალადობის მიყენება. სამივე ბრალდებული, რომელიც ახლა ბრალდებულის სკამზე ზის, ამ ყველაფერს უყურებდა და კიდევ მეოთხე, რომელმაც დროებით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აქ მარტო ხელი არ იყო ნარტყამი, ბატონო მოსამართლე, ეს იყო სამზარეულოს ხის დაფა, რომელიც იმ დოზით ჩაარტყა ბრალდებულმა გარდაცვლილს, რომ გატეხა შუაზე და ჩვენ ეს ამოვიღეთ უკვე ნამსხვრევები აღნიშნული დაფის. სისტემატურად ხდებოდა, მოასულიერებდნენ, ისევ აგრძელებდა ფიზიკური დარტყმების განხორციელებას და უკვე იატაკზე რამდენჯერმე თავი დაარტყმევინა თამაზ მთივლიშვილს, რის შემდეგაც ასევე ფეხი ჩაარტყა თავის არეში. შედეგად, სამწუხაროდ, თამაზ მთივლიშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა... გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა... როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა საფეთქელი ჰქონდა დაზიანებული გარდაცვლილს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 38 ნივთმტკიცება. მათ შორის ბლაგვი საგანი, რომელიც გამოიყენა ბრალდებულმა, გარდა იმისა, რომ ხელებს და ფეხებს ურტყამდა. დაინიშნება ბიოლოგიური ექსპერტიზა და დადგინდება ვისი და რა კვალია ამ საგანზე“, - თქვა პროკურორმა და ისიც დაადასტურა, რომ 112-ში ბრალდებულის დედამ დარეკა. განაგრძეთ კითხვა