მთელი საქართველო უამინდობას ებრძვის, დიდთოვლობის და ქარბუქის შედეგად რამდენიმე ადგილიდან მოსახლეობის გაყვანაც კი გახდა საჭირო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამარ პაპაშვილი უახლოესი დღეების პროგნოზს გაგვაცნობს...
- საქართველოს ტერიტორიაზე არქტიკული ცივი ჰაერის მასების გავრცელებამ დიდთოვლობა, ჰაერის ტემპერატურის დაბალი მაჩვენებლები, ზოგან ძლიერი ქარი გამოიწვია. ასეთი ამინდები ქვეყნის მასშტაბით 27 თებერვლის ჩათვლით იქნება შენარჩუნებული.27 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გამოიდარებს,28 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ასე გაგრძელდება 1-2 მარტსაც და 3 მარტიდან კვლავ ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
- უნდა ველოდოთ თუ არა მიმდინარე დღეებში ისევ ძლიერ ყინვებს?