"შეყვანიდან ზუსტად 5 წუთში იმშობიარა და დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი... მადლობა ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს..." - მშობლები

"შეყვანიდან ზუსტად 5 წუთში იმშობიარა და დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი... მადლობა ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს..."

2025-02-26 08:37:29+04:00

"უღრმესი მადლობა ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის. რომ არა თქვენი თავდადება, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა მშობიარე ქალის ჩოხატაურის მედალფას კლინიკაში გადაყვანა ფორსმაჟორულ რეჟიმში, რომელმაც შეყვანიდან ზუსტად 5 წუთში იმშობიარა და დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი დემეტრე სიხარულიძე. მადლობა კლინიკის მორიგე პერსონალს, კოლეგებს უსწრაფესი რეაგრებისა და მხარდაჭერისთვის,"- წერს სოციალურ ქსელში ნატო კიკვაძე და ახალშობილის ფოტოს აქვეყნებს.

გურია კვლავ დიდთოვლობას ებრძვის, სოფლები მოწყვეტილია გარე სამყაროს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურიის რეგიონში ჩავიდა. მთავრობის მეთაურმა ოზურგეთში, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრა გამართა.