საქართველოს რომელ რეგიონებში შეჩერდა სასწავლო პროცესი? - განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - მშობლები

საქართველოს რომელ რეგიონებში შეჩერდა სასწავლო პროცესი? - განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

2025-02-26 20:11:48+04:00
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო რამდენიმე რეგიონში სწავლა შეჩერებულია:
"ამ ეტაპისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში. სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების ხელშეწყობის მიზნით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის გამოყოფილია შესაბამისი სივრცეები საჯარო სკოლებში.
ამინდის გაუმჯობესებისა და გზების წმენდის პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლის მიზნით, შესაბამის მონიტორინგს განახორციელებს, რათა მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო.
სკოლებში გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას." - წერია სამინისტროს განცხადებაში.
ხვალიდან თოვა შეწყდება, მაგრამ რიგ რეგიონებში შესაძლოა ტემპერატურა -11 გრადუსამდე დაეცეს - როგორი ამინდი გველის უახლოეს დღეებში?
კუხნაში ვართ ყველა შეყუჟული, ბავშვები შეშინებულები არიან... გადამირჩინეთ შვილები და გაიყვანეთ სამშვიდობოს - ოჯახი მამათიდან დახმარებას ითხოვს