სერიალების ვარსკვლავი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა - მსახიობმა ღვიძლის გადანერგვის შემდგომი გართულებები ვერ გადაიტანა - მშობლები

სერიალების ვარსკვლავი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა - მსახიობმა ღვიძლის გადანერგვის შემდგომი გართულებები ვერ გადაიტანა

2025-02-26 22:35:30+04:00

ამერიკელი მსახიობი მიშელ ტრახტენბერგი, რომელიც ცნობილია როლებით სერიალებიდან "ბაფი - ვამპირების დამმარცხებელი" და "ჭორიკანა", 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი მისსავე სახლში ნიუ-იორკში, დედამისმა იპოვა.

პოლიციის მონაცემებით, ტრახტენბერგმა ცოტა ხნის წინ გადაინერგა ღვიძლი და შესაძლოა, ოპერაციის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

ტრახტენბერგი ნიუ-იორკში დაიბადა და ბავშვობიდან დაიწყო კინოკარიერა - საბავშვო და თინეიჯერულ პროექტებში მონაწილეობით. ვარსკვლავის სტატუსი კი მოუტანა სერიალებმა "ბაფი" და "ჭორიკანა".

michelle-trachtenberg-gettyimages-749054-scaled-e1728642672171-1740596414.jpg

michelle-trachtenberg-1740596414.PNG.webp

michelle-trachtenberg-1740596414.webp