ამერიკელი მსახიობი მიშელ ტრახტენბერგი, რომელიც ცნობილია როლებით სერიალებიდან "ბაფი - ვამპირების დამმარცხებელი" და "ჭორიკანა", 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი მისსავე სახლში ნიუ-იორკში, დედამისმა იპოვა.
პოლიციის მონაცემებით, ტრახტენბერგმა ცოტა ხნის წინ გადაინერგა ღვიძლი და შესაძლოა, ოპერაციის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
ტრახტენბერგი ნიუ-იორკში დაიბადა და ბავშვობიდან დაიწყო კინოკარიერა - საბავშვო და თინეიჯერულ პროექტებში მონაწილეობით. ვარსკვლავის სტატუსი კი მოუტანა სერიალებმა "ბაფი" და "ჭორიკანა".