"საბერიოში, დამწვარი სახლის ადგილას ახალი აშენებულია. უბედურ მშობლებს ჭერი მაინც ექნებათ" - ამის შესახებ მწერალი,"წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი გიორგიკეკელიძე წერს.
კეკელიძე სახლის ფოტოსაც აქვეყნებს და ამბობს, რომ მცირე წვლილი მასაც მიუძღვის. ცნობილია, რომ სახლის ასაშენებლად თანხა კომპანია "გალფმა" გამოყო. ასევე ოჯახს დაეხმარა MMA GEORGIA.