როგორია ვერძისა და კუროს წყვილი? როგორ უთავსდება ერთმანეთს ორი ვერძი? - წყვილების თავსებადობა ცნობილი ასტროლოგის ლინდა გუდმანისგან - მშობლები

რა უნდა იცოდნენ ვერძებმა და კუროებმა თავიანთ მეორე ნახევრებზე - წყვილების თავსებადობა ცნობილი ასტროლოგის განმარტებით

2025-03-01 10:04:26+04:00

წყვილების თავსებადობა, როგორც წესი, ბევრ ადამიანს აინტერესებს. ზოგს სურს, პოტენციური პარტნიორის შესახებ უფრო მეტი გაიგოს, ზოგი კი არსებულ ურთიერთობებში გარკვევას ცდილობს. ცნობილმა ამერიკელმა ასტროლოგმა, ლინდა გუდმანმა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ვრცელი აღწერა შექმნა და არაერთი საინტერესო დეტალი გამოკვეთა.

დღეს ვერძის ნიშანზე ვისაუბრებთ. კერძოდ, გავიგებთ, ასტროლოგიურად წყვილში რამდენად უგებენ ვერძები ერთმანეთს და ამავდროულად, რამდენად შეუძლიათ, ვერძისა და კუროს ნიშნის წარმომადგენლებს ჰარმონიული და მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბება. ვრცელ აღწერას ლინდა გუდმანის მიხედვით მომდევნო კვირებში სხვა ნიშნებზეც შემოგთავაზებთ:

ვერძების წყვილი

ვერძები ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ და ერთმანეთის სახით მონათესავე სულებს პოულობენ. თუმცა, ცეცხლის ეს ნიშანი საკმაოდ იმპულსურია და ძლიერი ეგო აქვს. როდესაც ეს თვისებები ერთმანეთში ირევა, პრობლემა იქმნება. თუმცა, ვერძს ძალიან უყვარს, როცა ისეთ ადამიანს ხვდება, რომელიც აქტიურია, უყვარს ლაპარაკი, მგრძნობიარეა, გადაწყვეტილებების მიღებისას ბევრს არ ფიქრობს... ეს თვისებები კი სწორედ ვერძის ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ. სხვა თუ არაფერი, ვერძისთვის არასდროს დაგჭირდებათ იმის ახსნა, თუ რატომ გსურთ სტომატოლოგთან მისი წაყოლა.

ვერძების უმეტესობას თანაბრად სძულს ორი რამ: სტომატოლოგთან მისვლა და სურათის გადაღება. ფოტო შესაძლოა, წარუმატებელი აღმოჩნდეს. სტომატოლოგიური ჩარევის დროს კი იმის გაფიქრება, თუ რა ამაზრზენად გამოიყურებიან ისინი ამ მომენტში, ამაყი ვერძებისთვის კბილის ტკივილზე არანაკლებ საშინელია. მათ თავიან გარეგნობა განსაკუთრებით აღელვებთ, თუმცა, ის რომ სტომატოლოგის ეშინიათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშიშრები არიან. პლანეტა მარსი მათ გამბედაობითა და სიმამაცით გულუხვად აჯილდოებს. მაგრამ, არ უყვართ, როდესაც წამლებს იღებენ და ვერ იტანენ, როდესაც მათი გარეგნობის შეცვლას დააპირებენ.

zodiako-1-1740737416.jpg

ამ მიზეზით, ბევრი ვერძი ქალი სტილისტს ძალიან იშვიათად სტუმრობს და ამბობს, რომ დამოუკიდებლად თმის სასურველი ფორმის მიღებას შესანიშნავად ახერხებს. ვერძმა ქალმა შესაძლოა, ინანოს, თუ თმას ცუდად დაიყენებს ან ზედმეტად მოკლედ შეიჭრის, მაგრამ თუ ამას სტილისტი დამართებს, მაშინ ჯობს, ის სტილისტი საერთოდ გადაიკარგოს.

ვერძს საკუთარი თავი განსაკუთრებით უყვარს. მას სირთულეების არ ეშინია. ის ხშირად საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. მაგრამ, ისიცაა, რომ საკუთარ თავს თავად უქმნის ხოლმე პრობლემებს. არაფერი სტკივა და აბრაზებს ვერძს ისე, როგორც უსაფუძვლო ეჭვები და უნდობლობა.

ორი ვერძი, როგორც წესი, არა მხოლოდ მთლიანად ენდობა ერთმანეთს, არამედ საერთო ინტერესები მათ ურთიერთობას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. ორი ვერძისთვის მთელი სამყარო თავიდან ბედნიერების ნამდვილი კარუსელია, მაგრამ როცა ვარდისფერი სათვალის მოხსნის დრო დგება, შესაძლოა, ყველაფერი გართულდეს. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ცეცხლი ცეცხლს ხვდება, დიდი ხანძარი იქმნება.

მიუხედავად იმისა, რომ ვერძებს ერთმანეთის შესანიშნავად ესმით, ჰარმონიული ურთიერთობისთვის პერიოდულად ორივემ უნდა დათმოს საკუთარი პრინციპები. რა თქმა უნდა, ვერძი არ შეწყვეტს ბრძოლას დომინანტური პოზიციისთვის, მაგრამ ამავდროულად საკუთარი გამოცდილებით კარგად სწავლობს. ვერძი გულის სიღრმეში იმაზე გაცილებით ემოციური და მგრძნობიარეა, ვიდრე გარეგნულად ჩანს. მცირე კრიტიკამ ან პესიმიზმის ხანმოკლე შეტევამ შეიძლება, მათი მოტივაცია მთლიანად შეცვალოს. თუმცა, დიდი წყენაც კი დიდხანს იშვიათად გრძელდება. მიუხედავად ძლიერი ბუნებისა, მათ ბავშვურად სჯერათ, რომ ჩხუბი შეიძლება, ნებისმიერ დროს შეწყდეს და ურთიერთობა კვლავ აღდგეს.

ვერძი არც კი აღიარებს იმას, რომ სიტუაცია არასწორად შეაფასა. მათ ძალიან უნდათ, რომ თავაზიანად მოექცნენ. თუმცა, თავად თავაზიანობას ყოველთვის ვერ ახერხებენ. მეტიც, ზოგიერთ სიტუაციაში საერთოდ ვერ ხვდებიან, თუ რატომ უნდა მოიქცნენ თავაზიანად. ამიტომ, ორ ვერძს შორის დაპირისპირებაზე ფიქრიც კი საშინელებაა... მარსის გავლენით, მათ აჯანყების, სიტუაციის გაკონტროლებისა და ლიდერობის ბუნებრივი სურვილი სულ აქვთ.

ორ ვერძს შორის მშვიდი ჰარმონიის მიღწევა ადვილი არ არის, თუ ისინი პატიებასა და ერთმანეთის პატივისცემას არ ისწავლიან. ორ ვერძს გამუდმებით მოუწევს, რომ საკუთარი თავის დემონსტრირების სურვილი დათრგუნოს. თუმცა, ვერძებს ემოციების გაზიარება შესანიშნავად გამოსდით და მათ შეუძლიათ, ერთმანეთს ბედნიერი წუთები ყველაზე უკეთ გაუზიარონ.

ორ ვერძს შეუძლია, ერთმანეთის ძალიან დიდი მეგობრები და მოკავშირეები გახდნენ. ერთმანეთი დაიცვა. ორ ვერძს შორის ნებისმიერ ურთიერთობაში - ოჯახურ წრეში, სამსახურში, სიყვარულში თუ მეგობრობაში - ერთი რამ ცხადია: პერიოდულად ვნებები გახურდება და ზედაპირზე ამოიფრქვევა, მაგრამ მიტევებასაც მალე ახერხებენ.

zodiako-6-1740737440.jpeg

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა ვერძმა ერთმანეთის მოტყუება ან თვალთმაქცობა გადაწყვიტოს. რადგანაც, მათ ეს ძალიან აღიზიანებთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ორ ვერძს ერთმანეთის სულიერი მეგობრობა შეუძლია, მაგრამ უკიდურესი გაბრაზების ფონზე, შესაძლოა, ყველაფერი ნაწილებად დაშალონ.

ვერძი ქალი დამოუკიდებელი და ძალიან ჭკვიანია. უყვარს საკუთარი დამსახურების აღიარება და დამოუკიდებლობა. მასთან ურთიერთობის დაწყება მარტივი არ არის. ან უნდა დაემორჩილოთ მის ამბიციებსა და მოთხოვნებს, ან საერთოდ ჩამოშორდეთ. მაგრამ, როგორც კი ის მთელი გულით შეგიყვარებთ, მაშინ ყველაფერი სხვაგვარადაა. წყვილში ისინი მამაკაცის როლსაც ირგებენ, საოჯახო საქმეებს აკონტროლებენ.

მარსის გავლენის ქვეშ მყოფი ვერძი ქალი მის რჩეულს ყველა ცხოვრებისეულ უბედურებაში გაჰყვება. თუმცა, ვერ იტანს, როდესაც ვინმე მის გაკონტროლებას ცდილობს. გულის სიღრმეში, ყველა ვერძ ქალს სურს, მამაკაცი მფარველად აღიქვას. ვერძი ქალი გრძნობებისა და ყოველდღიური ცხოვრების სფეროს მკაცრად გამოჰყოფს. კაცმა ეს არასოდეს უნდა დაივიწყოს, თუ მისი შენარჩუნება სურს. ვერძი ქალის იგნორირება ძალიან საშიშია.

ორი ვერძი, როგორც ჩანს, შესანიშნავი სექსუალური პარტნიორია, ორივე სიყვარულისგან სულისა და სხეულის ერთიანობას მოელის. თუ ისინი ზუსტად ისეთ ადამიანს იპოვიან, რომელთანაც ცხოვრებაც სამუდამოდ ენდომებათ, ამ კავშირის დაშლა ძალიან რთული იქნება. თუმცა, იქამდე ორივემ დაბრკოლებები უნდა გადალახოს და ერთმანეთის მიმართ დათმობა ისწავლოს.

რა მოხდება ვერძი ქალის სულში, თუ მისი რჩეული სხვა გოგოებთან ფლირტს დაიწყებს? ან პირიქით, რა მოხდება, თუ ქალი გააბამს რომანს ვინმესთან? - როგორც ასტროლოგ ამბობს, ეს ბომბის აფეთქებას ჰგავს. ირგვლივ ცოცხალი არაფერი რჩება...

ვერძები შესაძლოა, არ აღიარებდნენ, მაგრამ ისინი ეგოისტები და მესაკუთრეები არიან. თუ ძილის დროს მათი პარტნიორი გაიღიმებს, შესაძლოა, მთელი სცენარი წარმოიდგინონ, ვის უღიმის და ვისზე ოცნებობს. ეჭვიანობის სათავეში სიყვარულის დაკარგვის შიში დგას. თუ ორი ვერძი დაიცავს ოქროს წესს და ისე მოექცევიან ერთმანეთს, როგორც მათ სურთ, რომ მოექცნენ, მათი ურთიერთობა ორივეს დიდ ბედნიერებას მოუტანს. ვერძ მამაკაცებს ძალიან ძლიერი და ერთგული სიყვარული შეუძლიათ. მას შემდეგ რაც ვერძი ქალი შეუყვარდება, ყველა სხვა გოგო მას მოსაწყენად მოეჩვენება. რაც არ უნდა იკამათონ და ერთმანეთის მიმართ სიბრაზე გამოხატონ, ვერძი მამაკაცი ვერძ ქალს მაინც არასდროს მიატოვებს.

ვერძისა და კუროს შეთავსება

zodiako-4-1740737458.jpeg

ვერძისა და კუროს ნიშნის წარმომადგენლები ერთმანეთს ნაკლებად უგებენ და განსხვავებულები არიან. ამ განსხვავებულობას რამდენიმე შეხვედრაში უკვე ნათლად დაინახავთ. კუროს არასდროს არაფერი ავიწყდება. ვერძმა შესაძლოა, წყენა მალევე დაივიწყოს, მაგრამ კურო ამას ვერ მოახერხებს.

ვერძებს აქტიური ცხოვრება მოსწონთ, კუროს ნიშნის წარმომდგენლებს კი სტაბილურობა ურჩევნიათ. ამიტომ, ისინი მუდმივად მზად არიან, ვერძის ენთუზიაზმი მშვიდი სიჯიუტით ჩაახშონ.

ვერძები იქცევიან, იმპულსურად, ექსტრავაგანტურად, უყვართ ლაპარაკი, ოპტიმისტურები არიან და უნდათ, ყველაფერი სწრაფად მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოვრება მათთვის გამოუთქმელადაც კი მოსაწყენი ჩანს. კუროს ნიშნის წარმომადგენლები კი, პირიქით, როგორც წესი, თავშეკავებულები არიან, არ უყვართ ბევრი ლაპარაკი და ზოგჯერ პესიმისტურადაც არიან განწყობილნი. ისინი გამუდმებით სტაბილურობასა და სიმშვიდეს ეძებენ, დასვენება სჭირდებათ. ვერძის აქტიური ბუნება კი ამასთან სრულ წინააღმდეგობაშია.

მიუხედავად იმისა, რომ კუროს ნიშნის წარმომადგენლებსაც უყვართ ლიდერობა და ძალაუფლების საკუთარ ხელში აღება, მათ პლანეტა ვენერა მართავს და ეს სურვილი აღნიშნული პლანეტის გავლენით შერბილდება და პირდაპირ არ გამოვლინდება. კუროს ნიშნის წარმომადგენლებს განსაკუთრებით უყვართ რეზერვების შექმნა, წინასწარ რაღაცების მომარაგება. ეს სტაბილურობისა და სიმშვიდის განცდას ანიჭებთ. ვერძს მათი ეს თვისება ფარულად აღიზიანებს. მაგრამ, ამავდროულად, კუროების სიფხიზლე და ცხოვრებისადმი გააზრებული დამოკიდებულება მოსწონთ. ამიტომაც, შესაძლოა, მათ საიმედო დასაყრდენად აღიქვამდნენ.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი განსხვავებებისა, კუროსა და ვერძის ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ერთმანეთის ცხოვრების ზუსტად ის მხარე შეავსონ, რომლებიც აკლიათ. მათ ურთიერთობაში ყოველთვის იქნება საშიშროება, რომ ვერძი გადააჭარბებს და მშვიდი კუროს მოთმინებას გამოცდის, მაგრამ თუ ისინი შეთანხმებას მოახერხებენ, ერთმანეთს გააძლიერებენ.

სერიოზული შეცდომა, რომელსაც ვერძების უმეტესობა კუროსთან ურთიერთობის დროს უშვებს, არის ის, რომ ისინი ცდილობენ, კურო ,,ააჩქარონ“ და გადაწყვეტილების მიღება აიძულონ. კურო ჯერ ყველაფერზე კარგად უნდა დაფიქრდეს, აწონ-დაწონოს, რისკები შეაფასოს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. ვერძები ამ საქმეს უფრო იმპულსურად უდგებიან. ამიტომ, ეს დაჟინებული მოთხოვნები მათ კონფლიქტამდე მიიყვანთ.

კუროსთვის ყველა ადამიანსა და ურთიერთობას საკუთარი ადგილი აქვს. მათ თავიანთი მოწესრიგებული გარემო უყვართ. ვერძებს კი წესების დარღვევა მოსწონთ. ვერძებს შეუძლიათ, კუროს ნიშნის წარმომადგენლებს ამ წრის გარღვევაში დაეხმარონ და მათ ცხოვრებაში ოპტიმიზმი, თავგადასავლები შეიტანონ. მაგრამ, როგორც წესი, კუროს ნიშნის წარმომადგენლებს რაღაცების უგულებელყოფა და იმპულსურობა მაინც არ გამოსდით. ამიტომ, ისინი ერთმანეთთან ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას იშვიათად ახერხებენ.

მამაკაცი ვერძი და ქალი კურო

ამ წყვილს შორის სასიყვარულო ურთიერთობას ან ქორწინებას წარმატების უფრო მაღალი შანსი აქვს, ვიდრე ვერძი ქალისა და კურო მამაკაცის ურთიერთობას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შორის განსხვავებები სადმე წავა.

კურო ქალებს მოწესრიგებული სახლი, ლამაზი ავეჯი, კომფორტული სივრცე განსაკუთრებით უყვართ. ამიტომაც, როგორც წესი, ისინი მეუღლეს სამოსს ყოველთვის იდეალურად გაუმზადებენ და არც მაცივარი იქნება როდისმე ცარიელი. ის უსაფუძვლოდ არასდროს ეჭვიანობს. შეუძლია, მოითმინოს და კონფლიქტები თავიდან მაქსიმალურად აირიდოს.

ვერძ მამაკაცს ყურადღებიანი მსმენელი სჭირდება. ამიტომ, სამსახურიდან შესაძლოა, ათასი იდეა მიიტანოს და მეუღლეს დაუსრულებლად ესაუბროს. ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით ვერძებს კონტროლი უჭირთ. კურო ქალები კი ამ მიმართულებით განსაკუთრებით წინდახედულები არიან. შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით ვერძისთვის ის კარგი დასაყრდენია.

კურო ქალს შეიძლება, სოფლად ან გარეუბანში გადასვლა სურდეს, ხოლო ვერძი მამაკაცების უმეტესობას აქტიური ცხოვრების გარეშე ყოფნა არ შეუძლიათ. მაშინაც კი, თუ ლაშქრობაზე ან პიკნიკზე ხართ, ვერძი თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს. კურო ქალებს ხარისხიანი ნივთები, ძვირად ღირებული ავეჯი განსაკუთრებით უყვართ და უფრთხილდებიან. თუ ვერძი მამაკაცი რაიმეთი დასვრის ან გატეხს, აქ კურო ემოციების შეკავებას ვეღარ მოახერხებს.

მიუხედავათ უამრავი განსხვავებისა, მათ შეუძლიათმ საკმაოდ ჰარმონიული სექსუალური ცხოვრება ჰქონდეთ. მაგრამ, აქაც ვერძები სექსს უფრო გასართობ საქმედ აღიქვამენ, კურო ქალისთვის კი გრძნობების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.

კურო ქალი, როგორც წესი, მშვიდი და გაწონასწორებულია. მაგრამ, გაბრაზებულ მდგომარეობაში მისი ემოციები ვულკანის ამოფრქვევას ემსგავსება. მაგრამ ეს ხშირად არ ხდება. ვერძს მისი ზოგიერთი თვისება განსაკუთრებით მოსწონს, მაგრამ ბევრი განსხვავების გამო, ურთიერთობაში ჰარმონიის ჩამოყალიბებას მაინც ვერ ახერხებენ.

zodiako-2-1740737477.jpg

კურო კაცი, ვერძი ქალი

მათ შესაძლოა, ფინანსების გამო ბევრი იჩხუბონ, არ დაეთანხმონ ერთმანეთის სურვილებსა და მისწრაფებებს, მაგრამ თუ ისინი ერთმანეთის გაგებას მოახერხებენ, მაშინ ძლიერი, საკმაოდ ხანგრძლივი კავშირი იქმნება.

აღსანიშნავია, რომ კურო მამაკაცი ძალიან ჯიუტია. ეს თვისება არც ვერძ ქალს აკლია. მაინც, კურო მამაკაცს ბევრის ატანა შეუძლია. შეუძლია, მშვიდად აიტანოს ყველა ის მოთხოვნა, რასაც მას ვერძი ქალი უყენებს. თუმცა, ვერძებმა, რომლებმაც არ იციან, როგორია კუროს გაბრაზება, ჯობს, ეს არ გამოსცადონ. ეს ალბათ ყველაზე სერიოზული ასტროლოგიური გაფრთხილებაა, რომელიც ირონიულად არ უნდა მიიღოთ.

ვერძ ქალებს შეუძლიათ, კურო მამაკაცების ცხოვრებაში ენერგია, სიხალისე შეიტანონ. კურო მამაკაცები კი სტაბიულობასა და უსაფრთხოებას ჰპირებიან. თუმცა, მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად სურთ მათ ცხოვრების სტილის შეცვლა. ვერძი ქალისთვის სექსი ემსახურება როგორც გონებრივი, ემოციური, ფიზიკური და სულიერი განთავისუფლების ფორმას. კურო მამაკაცები კი სექსუალურ ურთიერთობას სიამოვნების მიღებასა და გამრავლების საშუალებას უკავშირებენ.

კუროს დაპირებების არ სჯერა. მას კონკრეტული ქმედებები სურს. ვერძ ქალებს კონტროლი, საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა უნდათ. ადრე თუ გვიან მათი ეს განსხვავებულობა თავს ყველა სფეროში იჩენს. ამიტომ, კუროსა და ვერძს მხოლოდ დიდი ძალისხმევისა და სიყვარულის ხარჯზე შეუძლიათ, ხანგრძლივი და ჰარმონიული ურთიერთობა შეინარჩუნონ.