3 მარტიდან გამომცემლობა "პალიტრა L" საბავშვო კვირეულის სერიას - „გასაოცარი საგანძური“, რომელიც მოიცავს სამ დიდებულ ცივილიზაციას: ანტიკურ რომს, ვიკინგებსა და ძველ ეგვიპტეს, 50%-იანი ფასდაკლებით გთავაზობთ.
ამ გამორჩეული გამოცემების ფასდაკლებით შეძენას "პალიტრა L"-ის ვებგვერდზე და აპლიკაციაში შეძლებთ. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი, ამისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 47 00 45.
ეს ფერადი და შთამბეჭდავად ილუსტრირებული წიგნი იმპერატორებისა და გლადიატორების სამყაროში გადაგიყვანთ.
წიგნში ნახავთ:
რომაელი ხალხის ყოველდღიური ცხოვრება;
დიდებული იმპერიის საგანძური;
გლადიატორის ჩაფხუტი, გველის ფორმის ოქროს სამაჯური, საომარი იარაღი და სხვა უძველესი ნივთები;
რომაელთა მითოლოგია და კულტურა.
თქვენ შეიტყობთ, როგორ ცხოვრობდნენ იმდროინდელი ჯარისკაცები, მოქალაქეები და ბავშვები, როგორი იყო მათი რწმენა და მხატვრული ხელოვნება. ეს წიგნი ისტორიის ჯადოსნურ სამყაროში გადაგიყვანთ.
ამ წიგნის ფურცლებზე თქვენ შეხვდებით საზღვაო მეომრებსა და ლეგენდარულ გმირებს.
წიგნი გაგაცნობთ:
ვიკინგების საომარ ტრადიციებს და იარაღს;
ვაჭრებისა და მოგზაურების უნიკალურ კულტურას;
რუნების, ღმერთებისა და მითების საიდუმლოებებს;
საოცარ არტეფაქტებს: მეომრის მუზარადი, მოელვარე ბროში, ტყავის ჩექმები და სხვა.
წიგნის ფურცლებზე გაიგებთ, როგორ ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ და მოგზაურობდნენ ვიკინგები. თქვენ შეძლებთ გახდეთ ამ საოცარი ეპოქის ნაწილი და აღმოაჩინოთ მისი საიდუმლოებები.
ფარაონების და ღმერთების მიწაზე მოგზაურობა სავსეა იდუმალებით.
ამ წიგნში შეხვდებით:
ტუტანხამონის ბრწყინვალე ნიღაბსა და ნეფერტიტის ქანდაკებას;
ულამაზეს ოქროს სამკაულებსა და მუმიფიცირებულ კატებს;
იეროგლიფებს, რომელთა გაშიფვრაც ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს;
ფარაონების საოცარ ისტორიებს.
ძველი ეგვიპტის საიდუმლოებები და დიდებული მემკვიდრეობა თქვენს თვალწინ გაცოცხლდება.
ეს წიგნები შესანიშნავი გზამკვლევია ბავშვებისთვის, რომლებიც ინტერესდებიან ისტორიისა და უძველესი ცივილიზაციების აღმოჩენით.
არ გამოტოვოთ! 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს პალიტრა L-ის ვებგვერდსა და აპლიკაციაში.
აღმოაჩინეთ უძველესი სამყაროს საგანძური ბავშვებისთვის შექმნილ ამ უნიკალურ წიგნებში!
R