"შენი დაძახებული ,,დეე" ჩამესმის სულ ყურში, მაგრამ არ გინდა მოსვლა... ასეთი უგულო ვინ გყავს გვერდით, რომ ასე გექცევა შენც და მეც..." - ალექსანდრე მიქელაძის დედა დაკარგულ შვილს მიმართავს - მშობლები

"შენი დაძახებული ,,დეე" ჩამესმის სულ ყურში, მაგრამ არ გინდა მოსვლა... ასეთი უგულო ვინ გყავს გვერდით, რომ ასე გექცევა შენც და მეც..." - ალექსანდრე მიქელაძის დედა დაკარგულ შვილს მიმართავს

2025-02-28 18:35:38+04:00

14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს, რომელიც 16 იანვარს 22 საათიდან გაუჩინარდა, კვლავ ეძებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბავშვის პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს, კამერებში ჩანს, როგორ დებს ალექსანდრე სკამზე ამ ნივთებს და მას შემდეგ კვალი ქრება.

ოჯახის წევრების თქმით, ალექსანდრე იმ საღამოს ინგლისურის გაკვეთილიდან მარტო გამოვიდა და მას შემდეგ დაიკარგა. საქმეში ჩართულია პოლიცია, სანათესავო, ყველგან ეძებენ მოზარდს. პოლიციაში იკითხებიან ის ადამიანები, ვისაც შეხება ჰქონდა არასრულწლოვანთან, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ხელჩასაჭიდი არ ჩანს.

ალექსანდრეს დედა, ნათია დიაკვნიშვილი, სოციალურ ქსელში გამუდმებით წერს, ვიდეომიმართვებსაც ავრცელებს და ხან საზოგადოებას სთხოვს დახმარებას შვილის პოვნაში, ხან თავად ალექსანდრეს მიმართავს. ამჯერადაც შვილის მისამართით გამოაქვეყნა მან პოსტი, რომელსაც სთხოვს, მალე გამოჩნდეს და დაასრულოს დედის უფერული დღეები:

"ამ მონატრების სიცარიელეში, რამდენ ხანს გავძლებ, მართლა აღარ ვიცი, დეე... შენი დაძახებული „დეე" ჩამესმის სულ ყურში, მაგრამ არ გინდა მოსვლა და რატოოოო...? ნუთუ ასეთი უგულო ვინ გყავს გვერდით, რომ ასე გექცევა შენც და მეც... მოდი, რაა, და გააფერადე დღეები, გემუდარები, დეეე".

თუ ფლობთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას ალექსანდრეზე, შეატყობინეთ შესაბამის ორგანოებს ან ოჯახს - 555105500, 599451122.

საფეხმავლო ბილიკს გადადის, ხიდთან მისულს პოსტი აქვს დადებული... ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ტირილი მისთვის საშინელებაა. არ ვიტირებ, დე - დაკარგული მოზარდის მშობლები შვილს მიმართავენ