53 წლის მილიარდერი, SpaceX-ის დამაარსებელი და ტრამპის მარჯვენა ხელი ილონ მასკი მე-14 შვილის მამა გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა ქალმა განაცხადა, რომელსაც აქამდე მასკთან სამი საერთო შვილი აკავშირებდა. 39 წლის ტოპ-მენეჯერი შივონ ზილისი წერს:
"მე და ილონმა ვიმსჯელეთ და ჩვენი მშვენიერი არკადიას დაბადების დღეს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს არაჩვეულებრივ ვაჟზე, სელდონ ლიკურგეზე გიამბოთ. ის ძალიან მაგარი ბიჭია, ოქროს გულით. ჩვენ ის ძალიან გვიყვარს".
შივონ ზილისთან მასკს ჰყავს ტყუპი ვაჟი და ქალიშვილი არკადია. ახლა უკვე - სელდონი.
სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მასკს მე-13 შვილი ეყოლა.ამის შესახებ 26 წლის საბავშვო მწერალმა ეშლი სენტ-კლერმა განაცხადა.
"ხუთი თვის წინ გავაჩინე ბავშვი. მამამისი ილონ მასკია. ამის შესახებ არ ვყვებოდი, რათა ჩემი შვილის პირადი ცხოვრება და უსაფრთხოება დამეცვა, თუმცა ცხადი გახდა, რომ ტაბლოიდები გეგმავენ ინფორმაციის გამჟღავნებას, ამიტომ თავად ვამბობ", - დაწერა ეშლიმ სოციალურ ქსელში. ამ ამბიდან ორი კვირაც არაა გასული, რომ შივონმა მასკის კიდევ ერთი უცნობი შვილი გამოაჩინა.
ცნობისათვის, მილიარდერს ექვსი შვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს - ჯასტინ უილსონთან, სამი - მომღერალ გრაიმსისგან. პირველი შვილი 10 კვირისა გარდაეცვალა ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომით.