"ტიკ-ტოკის" სქროლვისას ალბათ ხშირად შეგხვედრიათ მამა-შვილის გულიანი სიცილით სავსევიდეოები, რომელიც მაყურებელს გულგრილს ვერ ტოვებს. ეს განსაკუთრებული დუეტი,მარიკა სახელაშვილი და მისი მამა, "ბიძია დიმაა",რომელიც სულ უფრო მეტი ადამიანის გულს იგებს ონლაინ სივრცეში. მათი ვიდეოები ასობით ათას ნახვას აგროვებს – ზოგს ღიმილს ჰგვრის, ზოგს კი, შესაძლოა, ბავშვობის მოგონებებში აბრუნებდეს უბრუნებს.
"ტიკტოკერი არ ვყოფილვარ..." –ასე იწყებს ჩვენთან საუბარს მარიკა, მაგრამ თავადაც იცის, რომ გულწრფელობამ, მამა-შვილის სიყვარულმა და პატარა ოჯახური ისტორიებით გაჯერებულმა ვიდეოებმა ისინი უკვე ნამდვილ ვარსკვლავებად აქცია. მისთვის პოპულარობა მთავარი არ არის – ამ ყველაფრის უკან დგას სურვილი, ადამიანებს აჩვენოს, როგორი სუფთა და დიდსულოვანი ადამიანია მისი მამა, როგორ უყვარს, როგორ ზრუნავს ერთადერთ ქალიშვილზე და მეუღლეზე.
ისინი სოჭში ცხოვრობენ, მაგრამ საქართველო ყოველთვის მათ გულშია. მამას ქართულ ცეკვასთან დიდი ისტორია აკავშირებს, მარიკას კი – უკვე ხუთი თვეა სამშობლოში დაბრუნდა...
- ქუთაისში დავიბადე, 5 წლამდე იქ ვიზრდებოდი და შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად სოჭში გადავედით. 2000 წელს მამამ დააარსა ცეკვის ანსამბლი „იმერეთი“. ძალიან დიდი შრომით მივიდა იქამდე, რომ ანსამბლი პოპულარული გამხდარიყო. ამ ვიდეოებით, მინდა, ხალხმა გაიგოს, რომ მამაჩემი როგორი სუფთა გულის ადამიანია. თავად ბევრი სწყენია, მაგრამ სხვას არასოდეს აწყენინებს. მინდოდა ეს ხალხისთვისაც დამენახებინა და ვამაყობ, რომ ასეთი მამა მყავს. 24 საათი სულ მის გვერდით ვიყავი, დედისერთა ვარ, ახლაც მეკითხებიან ხოლმე დედა თუ გყავსო. დედა ქართველია, უბრალოდ საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს. სახლში სულ ქართულად ვსაუბრობდით, საქართველოშიც ხშირად ჩამოვდიოდი და ამან შემანარჩუნებინა ენა.
- მამა საქართველოში ცეკვაზე დადიოდა?
- მამა ქუთაისიდან დოლით ხელში წავიდა. მამა მაშინ დაეღუპა, როდესაც თავად დაიბადა. ორი დედმამიშვილი ჰყავს, მაგრამ ტყუპისცალია და დაბადებისას მისი და გარდაიცვალა. ბაბუა შვილის დაბადების აღსანიშნად მიდიოდა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. მამას ძალიან უყვარდა ცეკვა, მაგრამ როდესაც უსახსრობის გამო, სტუდიიდან გამოიყვანეს, მასწავლებელმა იკითხა, სად არის, რატომ არ დადისო, მიზეზი რომ გაიგო, უკან დააბრუნა და მან გაზარდა როგორც მოცეკვავე. დღემდე ჩვენს ანსამბლში ასეთი ტრადიციაა, ვისაც დედა ან მამა არ ჰყავს ცოცხალი, ის გადასახადს არ იხდის. განაგრძეთ კითხვა