ადამიანის ინტელექტი მხოლოდ ფაქტობრივ, აკადემიურ ცოდნას არ ემყარება. ინტელექტი ბევრ სხვადასხვა უნარსა და შესაძლებლობას აერთიანებს, მათ შორის, ლოგიკური აზროვნება, ინფორმაციის ანალიზი, დაგეგმვა და სინთეზია.
ადამიანები, რომლებსაც დაბალი IQ აქვთ, სწავლას, ლოგიკურ დავალებებსა და არასტანდარტულ სიტუაციებს ნაკლებად უმკლავდებიან.
ადამიანის IQ ბევრი სხვადასხვა პარამეტრით იზომება, თუმცა არსებობს აშკარა ნიშნები, რომლებიც ინტელექტის ნაკლებობაზე მიუთითებს:
დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები იშვიათად იჩენენ ინტერესს ახალი ცოდნის მიმართ და არ ცდილობენ, უფრო ღრმად ჩასწვდნენ იმას, რაც უკვე იციან. ისინი კმაყოფილდებიან ზედაპირული ინფორმაციით და ზედმეტ კითხვებს არ სვამენ. გარდა ამისა, მათ აქვთ შეზღუდული ლექსიკა, არ სცილდებიან ჩვეულ მსოფლმხედველობას და არ ითვალისწინებენ სხვა ადამიანების აზრს. შესაბამისად, არც ახალი იდეები აქვთ და არც რაიმე სახის ცვლილებებზე ფიქრობენ.
დაბალი IQ-ის მქონე ადამიანს ახალ პირობებთან შეგუება უჭირს. მისთვის რთულია დაგეგმვა, სწრაფად ნავიგაცია უცნობ გარემოში და არასტანდარტული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნა. მაშინაც კი, თუ, მაგალითად, საკუთარი გეგმებისა და სურვილების შესახებ საკმაოდ მკაფიოდ წერს და აყალიბებს, რეალურ ცხოვრებაში მათი გადმოტანა განსაკუთრებით უჭირს ან საერთოდ არ შეუძლია.
ხშირად დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები საკუთარ თავს გადაჭარბებულად აფასებენ და თავს იმაზე ჭკვიანად თვლიან, ვიდრე სინამდვილეში არიან. ეს ფენომენი ცნობილია, როგორც დანინგ-კრუგერის ეფექტი: რაც უფრო ნაკლები იცის ადამიანმა საგნის შესახებ, მით უფრო დარწმუნებულია თავის ცოდნაში. ისინი უბრალოდ ვერ აცნობიერებენ თავიანთ არაკომპეტენტურობას. ინტელექტუალური ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებსაც თავიანთი ცოდნის საზღვრები ესმით, დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები დარწმუნებულნი არიან, რომ უკვე ყველაფერი იციან.
დაბალი IQ-ის მქონე ადამიანები კატეგორიულად აზროვნებენ. ისინი სამყაროს ყოფენ „კარგად“ და „ცუდად“, იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ცხოვრება ბევრი დაუგეგმავი გამოწვევითაა სავსე. ამ ტიპის აზროვნებას დიქოტომიური ეწოდება. ისინი ან მხოლოდ კარგს ხედავენ, ან მხოლოდ ცუდს. ასევე, სირთულეებს თავს განსაკუთრებით არიდებენ და ურჩევნიათ, მხოლოდ იმაზე კონცენტრირდნენ, რაც მათთვის ნაცნობია.
დაბალი IQ-ის მქონე ადამიანებს მოქნილი აზროვნება არ აქვთ. ისინი საკუთარ მოსაზრებებს ჯიუტად აყალიბებენ მაშინაც კი, როდესაც მყარი არგუმენტები არ აქვთ. არ უყვართ დებატები. როდესაც მათ ცოდნასა და ინტელექტს ვინმე ეჭვქვეშ აყენებს, განსაკუთრებით აგრესიულები ხდებიან. სიმართლის ძიებას მიჩვეულნი არ არიან. მათთვის არსებული შეხედულებების დაცვა უფრო მარტივია, ვიდრე ახლის გაგება და მიღება.
დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებს სიტუაციების წარმოდგენა უჭირთ. ისინი, როგორც წესი, საკითხს მხოლოდ ზედაპირულად უყურებენ და მის სიღრმეში რა იმალება, არც იციან და არც სურთ, გაიგონ.
კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს თანაგრძნობის, სხვების ემოციების გაგების შესანიშნავი უნარი აქვთ. რაც უფრო მაღალია ინტელექტის დონე, მით უფრო არიან ადამიანები მიდრეკილნი იმისკენ, რომ სხვებს გაუგონ. დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები კი ხშირად სხვების პრობლემების მიმართ გულგრილნი არიან და მათ ემოციებსაც ზედაპირულად უყურებენ.
დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებს საკუთარ თავზე, როგორც წესი, იმდენად დიდი წარმოდგენა აქვთ, რომ ვერც ხვდებიან, სხვებმა საპირისპიროდ რატომ შეიძლება იფიქრონ. რაც უფრო დაბალია განათლების დონე, მით უფრო ვიწროა მსოფლმხედველობა და ეგოცენტრიზმისკენ მიდრეკილებაც უფრო ძლიერია.