მომღერალი, ცნობილი მშობლების შვილი მარიამ როინიშვილი უკვე დიდი ხანია ტელეწამყვან და შეფმზარეულ ვახო კანდელაკთან ერთად ჩნდება საზოგადოებაში და წყვილი სიყვარულს რა ხანია არ მალავს. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ისინი საერთო შვილსაც ელოდებიან.
"ბავშვი ნომერი ორი გზაშია..." - ასეთი მინაწერი (ინგლისურად) გაუკეთა მარიამმა ახალ ფოტოკოლაჟს, რომელზეც უკვე კარგად ეტყობა ორსულობა.
ცნობისათვის, მარიამი წლების წინ დაშორდა პირველ მეუღლეს - მსახიობ გიორგი მახარაძეს, რომელთანაც ერთი ქალიშვილი - ელენე ჰყავს. ყოფილი ცოლ-ქმარი მეგობრობს და მარიამს გიორგის მეორე მეუღლესთან - მსახიობ მარიამ ნადირაძესთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
ვახოსაც ჰქონდა პირველი ოჯახი და ვაჟი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. მომავალი პატარა ორივესთვის მეორე შვილი იქნება.