21 წლის ვივიენ უილსონმა (რომელიც ადრე ცნობილი იყო ქსავიეს სახელით) სოციალურ ქსელში საკუთარი რეაქცია გამოხატა მორიგი ნახევარძმის გაჩენასთან დაკავშირებით. ვივიენმა ტიკტოკზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მამის მრავალშვილიანობაზე იხუმრა. როგორც ცნობილია, მასკს მე-14 შვილი გაუჩნდა და მე-13 და მე-14 ბავშვების გაჩენის ამბავი თითქმის ორი კვირის შუალედით გახდა ცნობილი.
"ვაუ, მე რომ ხუთი ცენტი მიმეღო ყოველ ჯერზე, როცა ვგებულობ, რომ ნახევარდა ან ნახევარძმა ჩნდება, უკვე ათი ცენტი მექნებოდა. ეს ბევრი არ არის, მაგრამ უცნაურია, რომ ეს ორჯერ მოხდა".
ვივიენ ჯენა უილსონი (დაბადებიდან ქსავიე ალექსანდრ მასკი) ილონის და მისი ყოფილი ცოლის ჯასტინ უილსონის მეორე შვილია. მან სამი წლის წინ შეიცვალა სქესი დედის თანხმობით. მამამისმა კი გამოაცხადა, რომ მისთვის ის მოკვდა. ვივიენმა სახელიც შეიცვალა და გვარიც და თქვა, რომ არავითარი კავშირი არ სურს ჰქონდეს მასკთან. იმასაც ამბობენ, რომ ეს ფაქტი გახდა მიზეზი იმისა, რომ მასკი აღარ არის დემოკრატების მხარეს და ტრამპის მომხრე გახდა.