ოდესმე ცუდი კვირა თუ გქონიათ? ჯასტინ ჩეიზს ნამდვილად ჰქონდა, და მერე როგორი ცუდი! ჯერ იყო და, დედამისი ვამპირს გაჰყვა ცოლად - დიახ, ის კაცი მართლა ვამპირს ჰგავს; მამამისის მანქანა ჩვეულებრივი ავტომობილი კი არა, გიგანტური უნიტაზია და ამის გამო ახალ სკოლაში ტუალეტის ბიჭი შეარქვეს; კატა, მგონი, უცხოპლანეტელებმა მოსტაცეს; კლასელმა ხულიგანმა მარვინმა პირველივე დღეს მართლაც ცუდზე ცუდი ოინი უყო და სულ ბოლოს, კატასტროფა - ცურვის გაკვეთილზე პირდაპირ თავი მოეჭრა... მამას დიეტური ბოსტნეულის სმუზისა და ბებიამისის ნაქსოვი საცურაო კოსტიუმის გამო.
და ეს მხოლოდ კვირის ერთ დღეს, ორშაბათს მოხდა! რა იქნება სამშაბათს?!
ევა ამორესისა და მეთ ქოსგროვის ეს საბავშვო საკითხავი მსოფლიოს მასშტაბით მოზარდების ერთ-ერთი საყვარელი წიგნია. ხანდახან დღე პატარა სირთულეებით იწყება, შემდეგ ყველაფერი უფრო მძიმდება და საბოლოოდ, პრობლემებით ვართ ხოლმე დახუნძლულები. როგორ დაძლევს ჯასტინი ამდენ სირთულეს ოჯახში, სკოლასა და მეგობრებში? - ერთი შეხედვით ყველაფერი შეუძლებელი ჩანს, თუმცა ვნახოთ, როგორ დასრულდება პატარა ბიჭის კვირა.
წიგნი ქართულ ენაზე გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ თარგმნა და უკვე ხელმისაწვდომია როგორც გამომცემლობის ვებგვერდზე, ისე მაღაზიებში. პატარა მკითხველი მთავარი პერსონაჟის ისტორიებში ხანდახან საკუთარ განცდებსაც ამოიცნობს და მიხვდება, რომ ყველა სირთულის მიუხედავად ცხოვრება ძალიან სახალისო და საინტერესოა.
R