19 წლის ირაკლი მიმინოშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებას უყენებს. მორიგ სასამართლო პროცესზე მან შეყვარებულს ხელი სთხოვა. გარდა ამისა, სასამართლოზე მან ოჯახის წევრებს და გულშემატკივრებსაც მიმართა:
"მოკითხვები ყველას, პირველ რიგში ჩემს ოჯახს. მინდა იცოდეთ, მე კარგად ვარ. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გამო გამოდიან გარეთ და ერთი დღეც არ ჩაუგდიათ. ამ განვლილი 3 თვის მანძილზე მიფიქრია ადამიანების ფასეულობებზე და იმაზე, გარშემო როგორი ადამიანები მყავს. მივხვდი, რომ საუკეთესო ხალხია, ვინც ჩემ გარშემო ტრიალებს, რადგან სულ გვერდში მიდგანან. დედა მიყვარხარ, ლიზა მიყვარხარ... ნინი, ცოლად გამომყვები?"