ცნობილი ქართველი კინორეჟისორის,თემურ ბაბლუანის ოჯახს ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს. ოლგა ბაბლუანი რეჟისორის უფროსი ქალიშვილია. მსახიობი და ჟურნალისტი დიდ დროს ატარებს თბილისში და ამბობს, რომ მისთვის თბილისი სახლია.
- დედაჩემი ოჯახში ყოველთვის ყველას დედა იყო. ძალიან ძლიერი ქალია, ლიკუნასთვის განსაკუთრებით, ძალიან დიდი როლი აქვს სესრულებული მის გაზრდაში. ეს არის უდიდესი სიმდიდრე. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ბებია და ბაბუა უნდა იყოს კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი. ეს განსაკუთრებული ურთიერთობაა, იშვიათია მსოფლიოში.
ძალიან მინდა, რომ ჩემს შვილებს საქართველოსთან ჰქონდეთ ურთიერთობა და არ დაკარგონ. ახლა სამი კვირით ვიყავი პარიზში წასული და რომ ვბრუნდებოდი, ისე მეჩქარებოდა ჩამოსვლა, რომ ერთი სული მქონდა, როდის ჩავჯდებოდი თვითმფრინავში და ოთხ საათში თბილისში ვიქნებოდი. ჩემი შვილების უფროა პარიზი, ნამდვილი ფრანგები არიან", - ამბობდა ოლგა ერთ-ერთ ინტერვიუში.