52 წლის გვინეტ პელტროუმ ჟურნალ Vanity Fair-ის ახალი ნომრისთვის იპოზიორა. ფოტოსესიაში სხვადასხვა დიზაინერის თამამი სამოსით მიიღო მონაწილეობა და გულახდილი ინტერვიუც მისცა ჟურნალისტებს.
გვინეტმა თქვა, რომ მას მერე, რაც მისი და კრის მარტინის შვილები გაიზარდნენ და კოლეჯში ჩააბარეს, მას ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა, ამიტომ კინოში დაბრუნება გადაწყვიტა. ბოლო შესვენება 5-წლიანი გამოუვიდა და როცა შვილები პატარები იყვნენ, ფაქტობრივად იშვიათად თანხმდებოდა ახალ წინადადებებზე.
"არის ასეთი უჩვეულო და ღრმა ნაღველი, როცა შვილები იზრდებიან და უშვებ, ემშვიდობები და საკუთარ დანიშნულებას აყენებ თითქოს ეჭვქვეშ. ვინ ვარ ახლა?"
გვინეტის თქმით, ვერასოდეს იხიბლებოდა დედობისა და კინოს შეთავსების იდეით, განსაკუთრებით თუ სამუშაო ხანგრძლივ გასვლებს მოითხოვდა საზღვარგარეთ. "არც კი ვფიქრობდი იმაზე, რომ მეკეთებინა რაიმე, რაც შვილებს მომაცილებდა. არ შეიძლება მომუშავე მშობლების განსჯა, მაგრამ მე ყოველთვის მესმოდა, რამდენად სწრაფად გაირბენდა ბავშვობის ეს პერიოდი".
გვინეტს ყოფილ ქმართან კრის მარტინთან ორი შვილი შეეძინა - 20 წლის ეპლი და 18 წლის მოზესი. წყვილი 2016 წელს განქორწინდა და ორ წელიწადში გვინეტი ბრედ ფალჩუკზე დაქორწინდა.