აუტისტური სპექტრის აშლილობები ნეირობიოლოგიურ დარღვევებს მიეკუთვნება. აუტიზმის მქონე ადამიანებში სხვადასხვა მახასიათებლები გვხვდება, განსხვავებული ხარისხითა და სიმძიმით.
ზოგადი და გავრცელებული ნიშნები სოციალური კომუნიკაციის, ურთიერთობებისა და გარემოსთან ურთიერთქმედების გაძნელებაა. მსგავსი პრობლემები სპექტრის ამა თუ იმ “დიაპაზონში” განსხვავებულად ვლინდება.
მეცნიერები მისი გამომწვევი მიზეზების დადგენას აქამდე ცდილობენ, თუმცა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ აუტიზმის განკურნება უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება.
ლეიკოვორინიინიშნება ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების შესამცირებლად. მაგრამ ბოლო 13 წლის განმავლობაში ჩატარებულ რამდენიმე კვლევაში, ექიმმა რიჩარდ ფრაიმ შეაგროვა მზარდი მტკიცებულება იმისა, რომ მას აუტიზმის ნიშნების გაუმჯობესებაც შეუძლია. მისივე თქმით, ეს შეიძლება ღირებული იყოს როგორც აუტიზმის მკურნალობაში, ასევე - ამ აშლილობის პრევენციაში.