- გაზაფხული საკმაოდ ცივად დაიწყო. 1-ელი და 2 მარტი თოვლიანი იყო, მერე გამოიდარა და ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა, როგორც დასავლეთ, ასევე - აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურამ 32 გრადუსს მიაღწია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 30 გრადუსამდე ავიდა, რაც საკმაოდ იშვიათობაა. ყოველთვის ასე არ ხდება. შემდეგ საქართველოში კვლავ ცივი ჰაერის მასები შემოიჭრა, ამიტომ უმეტეს რაიონში ნალექი იყო. მაღალ მთაში თოვლი მოვიდა. ასეთი ცივი ამინდი გრძელდება კვირის ბოლომდე. კვირას შესუსტდება ინტენსივობა და ზოგან გამოიდარებს. შემდეგი კვირა, 24 მარტიდან თვის ბოლომდე, უმეტესად ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში, შესაძლებელია, ტემპერატურამ 28-30 გრადუსამდე მოიმატოს. აღმოსავლეთ საქართველოშიც უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურა მოიმატებს 27- 28 გრადუსამდე, დაბლობსა და ბარში. მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ტემპერატურა 25-26 გრადუსამდე აიწევს, მაღალ მთაში 19-20 გრადუსამდეც შეიძლება, მოიმატოს. ასევე, გაიზრდება ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს მთებსა და მაღალმთიანეთში. მთებში 25 გრადუსამდე აიწევს ტემპერატურა, მაღალმთიან რაიონებში კი - 17-18 გრადუსამდე. განაგრძეთ კითხვა