ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია 40 წლის გახდა. იუბილე დუბაიში აღნიშნა ოჯახთან ერთად, მილოცვებს კი მთელი დღე იღებს სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ სულ მალე მისი მეუღლის დაბადების დღეცაა - ლიზა 23 წლის ხდება.
ერთ-ერთმა პირველმა, რა თქმა უნდა, ლიზამ მიულოცა.
ემოციური ვიდეოთი მიულოცა უფროსმა დამ, ლანა მაქაცარიამ. მან ირაკლისთან ერთად გადაღებული საარქივო ფოტოები ერთ ვიდეოდ ააწყო. ირაკლის განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს დასთან და მის ოჯახთან. ხშირად აქვეყნებს ფოტოებს დიშვილთან ერთად.