"მეგობრები იყვნენ ერთად, ფო­ტო­ებს იღებ­დნენ, როცა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და..." - ცნობილია მთაწმინდაზე დაღუპული ბიჭის ვინაობა - მშობლები

"მეგობრები იყვნენ ერთად, ფო­ტო­ებს იღებ­დნენ, როცა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და..." - ცნობილია მთაწმინდაზე დაღუპული ბიჭის ვინაობა

2025-03-26 09:00:57+04:00

ტრაგედია დატრიალდა დღეს თბილისში. მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობა ჩაინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

  • AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპულია 30 წლის რუსთაველი ახალგაზრდა, ლევან დვალი.

"სამნი არიან მოყოლილი, მეგობრები იყვნენ ერთად, როცა ტრაგედია დატრიალდა. ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია და ორი მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოში არიან. დაღუპული მორგში ჰყავთ", - ამბობს ერთ-ერთი დაშავებულების დედა.

არსებული ინფორმაციით, მეგობრები ფოტოებს იღებდნენ, როცა ტრაგედია დატრიალდა. ცნობილია, რომ ამ შენობაში მოქალაქეები ქალაქის ხედის გადასაღებად შედიოდნენ. განაგრძეთ კითხვა