ტრაგედია დატრიალდა დღეს თბილისში. მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობა ჩაინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
"სამნი არიან მოყოლილი, მეგობრები იყვნენ ერთად, როცა ტრაგედია დატრიალდა. ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია და ორი მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოში არიან. დაღუპული მორგში ჰყავთ", - ამბობს ერთ-ერთი დაშავებულების დედა.
არსებული ინფორმაციით, მეგობრები ფოტოებს იღებდნენ, როცა ტრაგედია დატრიალდა. ცნობილია, რომ ამ შენობაში მოქალაქეები ქალაქის ხედის გადასაღებად შედიოდნენ. განაგრძეთ კითხვა