გადაცემა "პრაიმ შოუში" ნანუკა გულუამ კიდევ ერთხელ ისაუბრა ძიძაზე, რომელსაც მისი გულშემატკივრები და გამომწერები მას მერე იცნობენ, რაც მისი ქალიშვილი ნინა დაიბადა და ძიძის საჭიროება დადგა. ნანუკა ყოველთვის სიყვარულით მოიხსენიებდა თავის ძიძას. ირას ბოლო ხანს ხათუნაც შეემატა, რომელიც ნანუკას მეორე შვილის დაბადების შემდეგ შეუერთდა ოჯახს და ქალბატონები ერთად ზრუნავენ ნანუკას შვილებზე. ნანუკამ ამჯერად ირას პოვნის ამბავი გაიხსენა:
"როცა ძიძას ვეძებდი, ერთადერთი პირობა იყო ჩემი, რომ ყოფილიყო თბილი, მზრუნველი და ტკბილი ადამიანი და უპირობოდ ჰყვარებოდა ჩემი შვილი... გავესაუბრე რამდენიმე კანდიდატს. შემდეგ ძალიან დიდი რეკომენდაცია გაუწიეს ძიძას სამეგრელოდან, ირა მებონიას და ისე აქებდნენ, ვფიქრობდრი, ნეტავ ვინ არის... კარი, რომ გავაღე და ირა დავინახე, ეგრევე ვიფიქრე - ეს არის ადამიანი, რომელმაც უნდა აღზარდოს ჩემი შვილი! ეს ადამიანი მაშინვე შემიყვარდა და მინდოდა, რომ ყოველდღე მენახა ჩემთან სახლში... შემოიტანა სახლში სიმშვიდე და ჰარმონია... და ახლაც წამი არ მაქვს იმის დარდი, ჩემს შვილთან ირა რომ არის, იქ რამე ისეთი ხომ არ ხდება... ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ირას და ხათუნას, ღმერთმა შემაძლებინოს, რომ გადავუხადო ის სიყვარული და სითბო, რასაც ჩემს შვილებს ჩუქნიან".